თაკო ჩარკვიანი: “დიდი და ბინძური თამაში წამოიწყეს საქართველოს წინააღმდეგ”

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმიანება პარტია “კანონი და სამართალი”-ს თავმჯდომარე, ასევე მოსალოდნელ პროვოკაციებსა თუ “ქართული მარშის” ზოგიერთი წევრის მხრიდან შესაძლო დესტრუქციულ ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას თაკო ჩარკვიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.

“აი ახლა გვმართებს სიფრთხილე, რადგან დიახ, მხოლოდ არეულობა აწყობს ხელისუფლებას და ღარიბაშვილის კლანიც ამიტომ მოაბრუნეს. “ქართული მარშის”  ზოგიერთი წევრის გამოყენებით სურთ ამის გაკეთება, (ზოგიერთის ვამბობ), რადგან ყველამ ამ ორგანიზაციიდან არ იცის რა ხდება.

ამ ყველაფერზე პასუხი მოეთხოვება ღარიბაშვილი-თამაზაშვილის კლანს და მის მომყვანს. იგივე ხალხი შემოაგდეს, ვინც წლებია საქართველოს დაშლას ემსახურება (90-იანებში, ვინც “მუშაობდა”).

დანარჩენს უფრო დაწვრილებით ტელევიზიით მოგახსენებთ, ფრთხილად საქართველოვ! აღარ წამოვეგოთ!

“ქართული მარშის” ზოგიერთ წევრს მივმართავ, ფრთხილად (თუ მართლა გარეულები არ ხართ, შეგნებულად), ფრთხილად ბინძურ გეგმაში გრთავენ, არავინ გაპატიებთ, გამორიცხულია – არ აყვეთ.

ამ ქვეყანას არავის დავანგრევინებთ, გაიწიეთ! მოეშვით ამ ქვეყანას!

დიდი და ბინძური თამაში წამოიწყეს საქართველოს წინააღმდეგ, მე პირადად შეგაკვდებით და არ დაგითმობთ!” – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *