გივი ჩიქოვანი: “ქართული IDF-ის ორგანიზებულ ბლოკჩეინ კონგრესს საერთაშორისო დონის სპეციალისტები დაესწრებიან”

როგორც ცნობილია, 2 აპრილს, ჩიკაგოში გაიმართება რიგით მესამე საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი. ღონისძიების ორგანიზატორი ქართული “ინოვაციებისა და განვითარების ფონდია” (IDF). ფონდი წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, ხოლო ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, კიევსა და ჩიკაგოში. ღონისძიების დეტალებზე საუბრობს IDF-ის ჩრდილოეთ ამერიკის ოფისის ხელმძღვანელი, გივი ჩიქოვანი.

“ინოვაციებისა და განვითარების ფონდი” 2014 წელს დაფუძნდა. ჩვენი ოფისები, აერთიანებს წამყვან სპეციალისტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. რამდენიმე ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გავატარეთ არაერთი წარმატებული რეფორმა.

ბლოკჩეინ კონგრესი, უკვე მესამედ ტარდება. საერთაშორისო დონის სპეციალისტებს ჩიკაგოში ვმასპინძლობთ. ჩართულობა და ინტერესი ღონისძიების მიმართ ყოველწლიურად მატულობს. წლევადელ კონგრესში მონაწილეობის სურვილი 50-ზე მეტმა დარგის სპეციალისტმა გამოთქვა. სპიკერები, უახლესი ტექნოლოგიების სფეროში, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაგვიზიარებენ. გამომსვლელები და მსმენელები, მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოდიან. ჩვენთან პარტნიორობის სურვილი 25-ზე მეტმა ცნობილმა ბრენდმა გამოთქვა, მათ შორის: Microsoft, ილინოისის სავაჭრო პალატა (Illinois Chamber of Commerce), ილინოისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების უწყება (Illinois Department of Innovation and Technology), Fintex, Achain და სხვები“ – აღნიშნა გივი ჩიქოვანმა.

ცნობისათვის: “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” მიერ, უკრაინაში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის სახლები – “გოტოვო”. ფონდის ინიციატივით შეიქმნა უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და მომზადდა კანონპროექტი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის თაობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *