პარასკევი, აპრილი 19, 2024

ვასილ სოფრომაძე: “ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს”

კომპანია “ფრესკოს” დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ საგანგებო განცხადებით მიმართა ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და მთლიანად საზოგადოებას.

მიმართვა ძალზე ემოციური გამოვიდა და საკმაოდ მძიმე, საკმაოდ მწვავე შეფასებებს შეიცავდა:

“მე არ ვარ არცერთი ასოციაციის, არცერთი ფედერაციის წევრი, არაფრის პრივატიზირება არ გამიკეთებია, ცხოვრებაში, არც საქართველოში და არც უცხოეთში, სადაც ბიზნესი მიკეთებია. არასოდეს არ ვყოფილვარ შემჩნეული რომელიმე მთავრობასთან მეგობრობაში. მე ვასო სოფრომაძე არ ვარ გაჩერებული, მე ხმას ვიღებ, ვლაპარაკობ, მე ვიბრძვი!”

“მე თქვენ მოგმართავთ პოლიტიკოსებს – ჩვენი გადასახადებით, ჩვენი თანხებით დაფინანსებულები დადიხართ ჩვენს ავტოგასამართ სადგურებში და ასხამთ ბენზინს, დადიხართ ჩვენს მარკეტებში და ყიდულობთ პროდუქტებს, დადიხართ ჩვენს ბანკებში და ღებულობთ მომსახურებას და ჩვენ გვეუბნებით რამეს? თქვენ მიიყვანეთ ქვეყანა აქამდე”.

“მე ვლაპარაკობ, რასაც ვგრძნობ, რომ ხალხს, რომელსაც უჭირს, ღერღილზე, სიმინდის ფქვილზე, 5 და 10 ლარზე მოგცათ ხმა. თქვენ არ იცით როგორი პოლიტიკოსები ხართ თქვენ? საიდან მოხვედით და როგორ მოხვდით პარლამენტში, არ იცით? ”

“მე, ვასო სოფრომაძემ რა გავაკეთო, გარდა იმისა რასაც ვაკეთებ? ყოველივე იმის გამო, მე რასაც ვამბობ, თქვენ გგონიათ მე მეშინია? ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხები თქვენს წყნარ პოლიტიკურ კაბინეტებში, თქვენ გგონიათ მე თქვენი მეშინია და თქვენ მე გამაჩერებთ? ”

“ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს, ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, როცა ერთ მშვენიერ დღეს თქვენ გამოხვალთ თქვენი სახლებიდან, თქვენ – პოლიტიკოსებს გეუბნებით და ვერ ჩაასხამთ ბენხინს, ბენზინგასამართ სადგურში, ვერ იყიდით პროდუქტს, ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურეობას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. გონს მოეგეთ, მე გირჩევთ”…

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული