პარასკევი, აპრილი 19, 2024

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა და აღკვეთა

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ხორცის ნიმუშების სახეობრივ კვლევას სარეალიზაციო ბაზარსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა – სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები.

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია.

დამატებითი მოკვლევის მიზნით საქმეები გადაეცა შესაბამის უწყებებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული