ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

სოციალური მუშაკების როლი უმნიშვნელოვანესია და მათ ზურგს უნდა უმაგრებდეს სახელმწიფო – თეონა ჭალიძე

სახელმწიფო კანცელარიის წინ სოციალურ მუშაკთა საპროტესტო აქცია გაიმართა, ამ სფეროში სისტემური ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით. სოციალური მუშაკები თბილისსა და რეგიონებში უკვე მე-2 დღეა გაფიცულები არიან და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

აქციას შეუერთდა და მხარდაჭერა გამოუცხადა “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ.

“ვუერთდებით სოციალური მუშაკების პროტესტს! მათი მოთხოვნების შესრულება აუცილებელია იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაუცველი ადამიანები დავიცვათ!

სოციალური მუშაკების როლი უმნიშვნელოვანესია და მათ ზურგს უნდა უმაგრებდეს სახელმწიფო და არ უნდა უწევდეთ შიშველი ხელების და ტკბილი სიტყვის ამარა ყოფნა, მაშინ როცა ბენეფიციარებს რეალური დახმარება და შესაბამისი სერვისები სჭირდებათ” – აღნიშნა თეონა ჭალიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული