ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

საქსტატი – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 662.1 მლნ. ლარით შემცირდა

საქსტატი აქვეყნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2018 წლის სტატისტიკას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ირკვევა, რომ 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 662.1 მლნ. ლარით შემცირდა.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (დიაგრამა 1-ში მოცემულია მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ საქართველოში, 2013-2018 წლებში)

 

 ცხრილი 1-ში მოცემულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები კომპონენტების მიხედვით 2013-2018 წლებში (მლნ. აშშ.დოლარი)

2018 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.3 % შეადგინა. იხ. პირდაპირი უცხოური რეინვესტიციის მონაცემები საქართველოში 2013-2018წწ., ცხრილი 2-ში.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, 49.6 პროცენტი შეადგინა. აზერბაიჯანი – 19.5 %, გაერთიანებული სამეფო – 16.5 %, ნიდერლანდი – 13.6 %.

ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 277.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 209.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი,157.2 მლნ. აშშ დოლარით.

პუბლიკაციაში გამოყენებულია  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული