შაბათი, აპრილი 20, 2024

პარტიამ “კანონი და სამართალი” 5-პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა მოამზადა

პარტია “კანონი და სამართალი”, რამდენიმე დღეში, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 5-პუნქტიან ანტიკრიზისული გეგმას. ამის თაობაზე, საგანგებო ბრიფინგზე, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა.

“მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში და ხელისუფლება კვლავ დაკავებულია ხალხის დამუნატებით. ჰქმნიან რაღაც მოძრაობებს, რას მოძრაობენ გაუგებარია, ხალხისთვის არ მოძრაობენ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერი სწრაფად უნდა გავაკეთოთ, ემიგრანტების საკითხი, იპოთეკარების პრობლემები და სხვა პრობლემებია მოსაგვარებელი, მაგრამ ეს ყველაფერი არ გაკეთდება, ჩვენ თუ არ გავაკეთეთ ანტიკრიზისული გეგმა” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამავე ბრიფინგზე, პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ღლონტმა, მიმოიხილა აღნიშნული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც შემდეგი პუნქტებისგან შედგება:

1. ანტიკორუფციული კანონმდებლობის სრულყოფა და კორუფციასთან, როგორც მენტალიტეტთან ბრძოლა.

– დამოუკიდებელი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა;

2. გენერალური პროკურორის მანდატის ოპოზიციისთვის გადაცემა;

3. ნეპოტიზმის კრიმინალიზება;

4. სსიპ-ებში, ააიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში “საჯარო სამსახურის შესახებ და საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გავრცელება;

5. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დანიშვნის უფლებამოსილების ოპოზიციისთვის გადაცემა.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული