შაბათი, აპრილი 20, 2024

ნანა ტოხვაძე: “განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები პოლიტიკური ბლეფია”

“ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს. ნანა ტოხვაძეს მიაჩნია, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები პოლიტიკური ბლეფია, რომელიც “ქართული ოცნების” ელექტორატის გაზრდას ემსახურება და არ არის გათვლილი მომავალი თაობის ინტერესებზე:

“განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები 2 ძირითად მიზანს ემსახურება, ერთის მხრივ “ქართული ოცნების” ელექტორატის გაზრდას და მხარდამჭერთა მოხვეჭას 2020 წლის არჩევნებისთვის, ხოლო მეორე მხრივ დაბალკვალიფიციური უნივერსიტეტების წისქვილზე წყლის დასხმას, სადაც კერძო ფინანსურ ინტერესებს და ადგილების შევსებას უნდა ემსხვერპლოს მომავალი თაობა და მათი ოჯახების შემოსავლები.

ჩვენი საზოგადოება გზადაგზა მოფიქრებული და გაუაზრებელი ცვლილებების მომსწრეა, რომელიც ამოქმედებას ვერ ასწრებს, რომ უკვე გაუქმებულია. ასეთია, მაგალითისთვის, ე.წ. “ანონიმური ყუთები”, რომლის გაუქმებაც თავისთავად სასიხარულო ფაქტია. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 30 იანვარს გამოქვეყნდა განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანება 06/ნ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ, რომლის მე-6 მუხლით გაწერილი დირექციების ვალდებულება “ანონიმური ყუთით” სკოლის უზრუნველყოფის თაობაზე უკვე მოხსნილია, როგორც ამას მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი, გელა გელაძე ადასტურებს.

იმედს ვიტოვებთ, მინისტრის ბრძანება ნამდვილად გაუქმდება და შევძლებთ ანონიმური ყუთების, როგორც საბჭოთა გადმონაშთის, თავიდან აცილებას. თანამედროვე სკოლა მოზარდს უნდა ასწავლიდეს საკუთარი და სხვისი უფლებების გამჭვირვალედ, ღიად და თამამად დაცვას“ – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული