ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და იგი გახდა ფართო განხილვის საგანი.
აღნიშნულ ვიზიტს შეფასებას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც:
“დღეს NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შევხვდი.
განვიხილეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
გენერალურ მდივანთან ერთად „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) ასევე შევხვდი ჩვენს გმირ ჯარისკაცებს.
გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი დასტური და ძლიერი გზავნილია იმისა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე“.
თავის მხრივ დააფიქსირა პოზიცია, NATO-ს გენერალურმა მდივანმა:
“ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მოსამზადებლად, გახდეს ნატოს წევრი.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ნებისმიერმა სხვა ძალამ გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით იენს სტოლტენბერგმა გაიხსენა შემთხვევა, როცა მისი ქვეყანა, ნორვეგია 1949 წელს გახდა NATO-ს წევრი. აღნიშნულ გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის, სტალინისთვის, მაგრამ ნორვეგიის შესვლა ალიანსში იყო მხოლოდ ორი მხარის გადაწყვეტილება და მესამე მხარე ამ პროცესს ვერ დაბლოკავდა.