ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. არჩევნებში 19.91%-ით გამარჯვება მოიპოვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტია “თანხმობამ” და მე-13 მოწვევის სეიმში მათ ექნებათ 23 მანდატი. აღსანიშნავია, რომ პარტია აღიქმება როგორც პრორუსული ორიენტაციის მქონედ. “თანხმობა” თანამშრომლობდა “იედინაია როსიას”-თან, თუმცა რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის შემდეგ გაწყვიტა კავშირი, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია პრიორიტეტად მიიჩნევს ნატო-სა და ევროკავშირში ყოფნას, თუმცა ამავდროულად მიზანშეწონილად თვლის რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობასაც.

საინტერესო ფაქტია, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერი, დედაქალაქის მერი, ნილ უშაკოვი ნატურალიზებული ლატვიელია, მის მშობლებს კი არ აქვთ ლატვიის მოქალაქეობა.

არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა პოლიტიკური ორგანიზაცია “ვის ეკუთვნის სახელმწიფო” – 14.07%;

შემდეგ ადგილებზე გავიდნენ “ახალი კონსერვატორული პარტია” – 13.6%, “განვითარებისთვის/დიახ!” – 12.04%, ნაციონალური გაერთიანება “ყველაფერი ლატვიისთვის” – 13.03%, “მწვანეებისა” და გლეხთა კავშირი – 9.96% და “ახალი ერთობა” – 6.68%.

არჩევნებში კი მოსახლეობის 54.5% გამოცხადდა.

ვნახოთ, როგორ დაკომპლექტდება ლატვიის მთავრობა, თუმცა თავიდანვე ცხადია, რომ იგი კოალიციური იქნება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული