პარასკევი, აპრილი 26, 2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი “ხელიდან ხელში” გადადის

ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უკვე მესამე ხელმძღვანელი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 27 დეკემბერს აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ეკა ბესელიამ, ამასთან ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გედევან ფოფხაძე, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობასაც, სანამ პარლამენტმა არ შეუჩერა უფლებამოსილება.

დღეიდან კი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი შეასრულებს.

როგორც ამავე კომიტეტის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევამდე, კომიტეტის შემდგომი ფუნქციონირებისათვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტი ვალდებულია, კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაავალოს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული