ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვართ დარწმუნებულნი, რომ წარდგენილი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მაისში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. ამასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები წარუდგინა.

ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც, ჩვენ გვჯერა, კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, მერის არჩევნებსა და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, წარდგენილები არიან შემდეგი კანდიდატები:

მერობის კანდიდატები

ზუგდიდში – გიორგი შენგელია

ზესტაფონში – გიორგი გოგლიჩიძე

ჭიათურაში – გივი მოდებაძე

მარნეულში – ზაურ დარგალი

ხულოში – ვახტანგ ბერიძე

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად, მმართველმა გუნდმა, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე – ლადო კახაძე დაასახელა.

ჩვენ ვართ დარწმუნებულნი, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერით, „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, იზრუნონ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნაზე” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული