შაბათი, აპრილი 20, 2024

გიორგი მარგველაშვილი “ქართულ ოცნებას”: “თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს ვინც თქვენიანი იყო, ესე რომ გაწირავთ, ეს არც თქვენ არ დაგიბრუნდებათ კარგად”

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს, მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს, ისაუბრა ლევან ყიფიანის შესახებ და მმართველი პარტია საკუთარი თანამებრძოლის ზურგის შექცევისათვის გააკრიტიკა:

“თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს ვინც თქვენიანი იყო, ესე რომ გაწირავთ, ეს არც თქვენ არ დაგიბრუნდებათ კარგად და ეს მეტყველებს იმაზე – რა სტანდარტებით მოქმედებთ.

დღეს, როდესაც მე ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენ თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც მე ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც მე ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, მე არცერთი არ მახსოვს, ლევანი კი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად.

ზურგის შექცევა ლევან ყიფიანის მიმართ და იმისი არ გააზრება, რომ შეიძლება ის რთულ ვითარებაშია, მე პირადად არ შემიძლია, როგორც იმ ადამიანს, რომელიც ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი და ვისთანაც ერთად ჩვენ ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს რომ არიან ხელისუფლებაში, მაშინ ადეიშვილისა და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ.

ვიმეორებ, არ შეიძლება ასე ზურგის შექცევა ადამიანის მიმართ. ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება და შესაძლებლობა, იმედი რომ თანამებრძოლები მას არ მიატოვებენ.”

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული