ხუთშაბათი, მარტი 28, 2024

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”-ს სოლიდარობის აქცია შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 10 სექტემბრიდან მიმდინარეობს შვილმოკლული მშობლების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია – “მამები სიმართლისთვის”. 29 სექტემბერს, ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზისკენ (ფილარმონია), სადაც მიმდინარეობდა გაერთიანებული ოპოზიციის – “ძალა ერთობაშია”-ს მხარდამჭერების შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან. შვილმოკლული მშობლები სიტყვით გამოვიდნენ დარბაზში შეკრებილი საზოგადოების წინაშე, თავიანთი ემოციური გამოსვლით კიდევ ერთხელ გაიხსენეს თვეების წინ მათ ოჯახებში დატრიალებული ტრაგედიები და განმარტეს 20-დღიანი პროტესტის მიზეზები. რომ ისინი იბრძვიან სიმართლისთვის, იბრძვიან, რომ კანონი კანონობდეს ქვეყანაში და დამნაშავეები კანონის ძალით დაისაჯნონ. ემოციური იყო დარბაზში მყოფთა მხარდაჭერა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ.

აღნიშნული ღონისძიების დასრულების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, რომ კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ თავიანთი მხარდაჭერა შვილმოკლული მამების მიმართ. აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დათო სარალიძეს და თემირლან მაჩალიკაშვის.

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მადლობა გადაუხადეს და სიტყვით მიმართეს სოლიდარობის აქციის მონაწილეებს.

ზაზა სარალიძე: “დიდი მადლობა მთელ საქართველოს, რომ ასე გვიდგას გვერდით და გულთან მიაქვს ჩვენი ტკივილი. აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ, რათა ეს მკვლელი ხელისუფლება მოვაშოროთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ შვილებს ნათელი მომავალი შევუქმნათ. ამ ხელისუფლების ხელში მე ჩემი ცოცხალი შვილის გარეთ გამოშვება მეშინია უკვე, არარ არის დაზღვეული ჩემი ციცხალი შვილი. ეს ხელისუფლება ჩემი მოკლული შვილის ღირსებას არ იცავს და ცოცხლებისას დაიცავს?

მელხაზ მაჩალიკაშვილი: “დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა მთელ საქართველოს, დიდი მადლობა იმ პარტიებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ მძიმე წუთებში, ამ მძიმე დღეებში მე და ზაზა სარალიძეს გვერდში დაგვიდგა. დიდი თხოვნით მივმართავ ყველას დაგვიდგნენ გვერდში, მართლაც, ამ სისხლიანი რეჟიმის დასრულებისათვის

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული