spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიწლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება "სიკეთით სავსე ქალაქი" -...

წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება “სიკეთით სავსე ქალაქი” – კახა კალაძის განმარტებები

მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალაა ყველა კარგი საქმის კეთების დროს – ეს არის სიკეთე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“.

ახალი წლის ღონისძიებებთან ერთად, ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს საახალწლო სლოგანიც, რომელიც ძირითადად უკავშირდება წლის მიხედვით მიღწეულ შედეგებს, წარმატებებსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი ქალაქის მიმართ გვამოძრავებს. ბოლო წლების განმავლობაში, გვქონდა ბევრი წარმატება, გამარჯვება, თუმცა გვქონდა გარდამტეხი მომენტებიც, რომლებმაც ჩვენი საზოგადოება სხვადასხვა მხარეს აღმოაჩინა;

გვაკლდა ერთმანეთის, სამშობლოს მიმართ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სხვისი პოზიციის მიმღებლობა; დავდექით მშვიდობის დაკარგვისა და ომის დაწყების ზღვარზე;

მოვიპოვეთ საერთაშორისო წარმატება და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების დამსახურებით, ევროპაში ხმამაღლა დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო სლოგანები ძირითადად უკავშირდება წლის მიხედვით მიღწეულ შედეგებს, წარმატებებსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც საზოგადოებას ქალაქის მიმართ ამოძრავებს.

მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორია ყველა კარგი საქმის კეთების დროს – ეს არის სიკეთე.

ვფიქრობ, უფრო მეტი სიკეთე გვმართებს ერთმანეთის, ჩვენი ქალაქის, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ;

უნდა შევძლოთ და კეთილი ზრახვით, არა ბოღმითა და შურით ვაშენოთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის მომავალი;

სიკეთე უნდა იყოს წამყვანი ფაქტორი ჩვენი შვილების აღზრდის საქმეში, რათა მათ შეძლონ, ღირსეულად ემსახურონ საკუთარ სამშობლოს.

სწორედ ამიტომ, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება – „სიკეთით სავსე ქალაქი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მომავალ წელს მოსახლეობას სიკეთე, სულიერი სიმშვიდე და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.

ჩვენი, ყველას საახალწლო სურვილიც იქნება მეტი სიკეთე, სიყვარული და პატივისცემა სუფევდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რადგან არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც დღეს საზოგადოება იმყოფება. დაიღალა მოსახლეობა დაძაბულობით, შეურაცხყოფით, ლანძღვით, ერთმანეთისგან გარიყვით.

მესმის, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, თუნდაც პოლიტიკური, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილური და არ უნდა ძაბავდეს საზოგადოებას.

ყველას გისურვებთ სიკეთეს, სულიერ სიმშვიდეს და ძლიერ, ღირსეულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას! სიკეთე, სიყვარული და დოვლათი იყოს ჩვენი ოჯახების თანმდევი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა” –...

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...