ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"დღეს ვერავინ გაბედავს ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც...

“დღეს ვერავინ გაბედავს ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს – აბა გაბედოს ვინმემ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველზე ურბანულად სწორად ვითარდება.

ამის შესახებ მან გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა და ურბანულ პოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

ძირითადად, ოპონენტების მხრიდან მოდის საუბარი ამასთან დაკავშირებით. არანაირი მტკიცებულება, ფაქტი, რომ რამე არასწორად კეთდება, არ არსებობს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო გენერალური გეგმის მიღება – დოკუმენტის, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს და ხდება ქალაქის ურბანული განვითარება. სანამ გენერალურ გეგმაზე მიდიოდა მუშაობა, გვქონდა გარკვეული შენიშვნები, გვახსოვს, რა დღეში იყვნენ ოპონენტები, რა ამბავში იყვნენ, როდესაც ამ შენიშვნებზე ვსაუბრობდით და ღიად ვამბობდით, რომ რაღაცები უნდა შეცვლილიყო.

გარკვეული ბრძოლის, უამრავი შეურაცხყოფის შემდეგ, მაინც მოვახერხეთ, რომ გენერალური გეგმა გაკეთილშობილებულიყო. მივიღეთ ისეთი გეგმა, რომლითაც ხდება ქალაქის სწორი ურბანული განვითარება და არა ქაოსური“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა არაერთი გასხვისებული ტერიტორია დაიბრუნა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნაცვლად, მათ ადგილას რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები მოაწყო.

ხომ გახსოვთ, სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცეები სხვისდებოდა იმისთვის, რომ იქ კორპუსები აეშენებინათ.

ვაკის პარკში ცხრასართულიანი კორპუსის აშენება ჰქონდათ დაგეგმილი, რომ არ დაგვებრუნებინა ეს ტერიტორია.

რამდენიმე კვირის წინ გავხსენით „ავაზას“ სტადიონი, რომელიც გახსვისებული იყო იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ.

ასეთი უამრავი ფაქტი, მაგალითი შემიძლია მოვიყვანო.

დღეს ვერავინ გაბედავს ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გახარია მარტო იმიტომაა იმის ღირსი იმისი რაც დაემართა, რომ არ ამბობს, ბრძანება მიტინგის სასტიკ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასთვის...

“ილია ჭავჭავაძეს დღეს რომ დაეწერა “ბედნიერი ერი”, ირონიას აღარ მიმართავდა და პირდაპირ “უბედურს” დაწერდა”...

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“რუსთაველის პროტესტმა ბოლომდე ჩახადა და გააშიშვლა რეჟიმი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...