spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ისტორიას შემორჩება ჩემი სახელი და მიუხედავად ისტორიის გადაწერის...

“ისტორიას შემორჩება ჩემი სახელი და მიუხედავად ისტორიის გადაწერის თქვენი უბადრუკი მცდელობისა, იგივე ისტორია მე გამამართლებს” – მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას, სახელმწიფოსთვის – ერთობლიობაში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს, თავის ქონებრივ-ფინანსურ შესაძლებლონენზე აკეთებს მინიშნებას:

თქვენ, კარგად იცით, რომ მე ფული პრაქტიკულად არ მაქვს. საქართველოში, რომელიც ხელახლა ავაშენე, ბინაც არ გამაჩნია. ახლა თავისუფლებაც აღმიკვეთეთ მაგრამ თქვენც და თქვენი პატრონმა კარგად იცით, რომ მე ვარ ძალიან წარმატებული და თქვენ ხართ სრულიად ლუზერები. მე მიცნობს და მაფასებს მსოფლიოს უმეტესობა და თქვენ მიუხედავად თქვენი მილიარდებისა არავინ ხართ, რომ მე და ჩემს თანამებრძოლებს სრული მორალური უპირატესობა გვაქვს და ის, რომ ისტორიას შემორჩება ჩემი სახელი და მიუხედავად ისტორიის გადაწერის თქვენი უბადრუკი მცდელობისა, იგივე ისტორია მე გამამართლებს.

ახლა კი, გააკეთეთ თქვენი საქმე, მაგრამ გახსოვდეთ რომ ძალიან მალე თითოეულ თქვენგანს მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი მონები და ჭანჭიკები ხართ, მოგიწევთ წარდგენა კანონის და ნამდვილი სასამართლოს სამსჯავროზე.

მათ სრულ იზოლაციაში ვყავარ. ცდილობენ, ჩემი ხმა ჩაახშონ, ამომშალონ ჩვენი ერის მეხსიერებიდან.

მაგრამ მე ამ კედლებს მიღმა ვიყურები და გხედავთ თქვენ! მე ვხედავ მთელ
საქართველოს! და ვიცი, რომ გესმით ჩემი ხმა!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...