spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა ბაზარი...

არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა ბაზარი იმუშავებს, უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს – ლევან დავითაშვილი

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით დააანონსა, რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები, დღეიდან კი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით დაშვებულია ღია ბაზრების ეტაპობრივად გახსნა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, ამიტომ დღეიდან ფუნქციონირებას ყველა აგრარული ბაზარი ვერ შეძლებს:

„ეტაპობრივად, ჩვენ მეტი აგრარული ბაზრის ფუნქციონირებას შევუწყობთ ხელს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით, შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარიული სტანდარტების დაცვას ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად. ეს არის გაიდლაინები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა, იქნება ეს საბითუმო თუ საცალო, უნდა დააკმაყოფილოს.

დღეისათვის, საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა, უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს; შესაბამისად, ჩვენ არ უნდა შეგვექმნას წარმოდგენა, თითქოს დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ყველა რეგისტრირებული აგრარული ბაზარი.

იმისათვის, რომ ფუნქციონირება განაახლონ, ბაზრები უნდა აკმაყოფილებდნენ დადგენილ მოთხოვნებს – ეს ეხება მოვაჭრეთა მიკვლევადობას, პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარიულ ზედამხედველობას; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარება, თერმოსკრინინგი, პირბადეების აუცილებელი ტარება და სხვა, რომელსაც ითვალისწინებს საგანგებო ვითარება. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ზოგიერთი ბაზარი მუშაობდა აღნიშნული წესების დაცვით, ისინი აკმაყოფილებენ სტანდარტებს და კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იღებს ადგილზე მოქმედი შტაბები, რომლებიც თითოეულ რეგიონშია შექმნილი გუბერნატორების ხელმძღვანელობით,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვემო ქართლში მოეწყო სპეციალური საბითუმო ბაზარი, რითაც დარეგულირდა არსებული ვითარება. სახელმწიფოს ჩართულობით, მოხდა მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კომუნიკაცია.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...