spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ორი დღეა, ვუყურებთ კობახიძისა და მდინარაძის შიშით შეთხზულ...

“ორი დღეა, ვუყურებთ კობახიძისა და მდინარაძის შიშით შეთხზულ სპექტაკლს, რომელსაც “ტრუსკავეცი 2″ ეწოდება” – ლაშა ფარულავა

ხვალ, ხაბეს სასამართლო პროცესია და ბევრ სიახლეს შეიტყობთ. მთავარი ისაა, რომ არ დაგვავიწყდეს, ეს ქვეყანა მხოლოდ პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების კი არა, ჩვენი, თითოეული მოქალაქისაა. 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი დამხობისა და მშვიდობიანი რევოლუციის დღე”,  – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა, ქვეყანაში განხორციელებულ დაჭერებს, 13 სექტემბერს დაგეგმილ სასამართლო პროცესს, სუს-ის მიერ სისხლის საქმეების წარმოებას და საზოგადოებას საპროტესტო აქტივობებისკენ მოუწოდებს:

ორი დღეა, ვუყურებთ კობახიძისა და მდინარაძის შიშით შეთხზულ სპექტაკლს, რომელსაც „ტრუსკავეცი 2“ ეწოდება.

ეს ერთი დიდი, იაფფასიანი წარმოდგენაა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ საზოგადოება შეაშინონ და 4 ოქტომბრის მუხტი ჩააცხრონ.

ხაბე დააკავეს სრულიად აბსურდული ბრალდებით.

მიზეზი მარტივია, ივანიშვილს ეშინია 4 ოქტომბრის, რადგან იცის, ხალხი ქუჩაში რომ გამოვა, მისთვის ეს დასასრული იქნება!

ამიტომ სცენარის „დამძიმება“ მოიფიქრეს:

უკრაინას, რომელიც რუსეთს ებრძვის და სადაც ორი ათასზე მეტი ქართველი იბრძვის, საქართველოში ტერაქტის მოწყობა დააბრალეს.

ეს უკვე წმინდა რუსული საქმეა, პატაკის მიწერა მოსკოვისთვის.

მესამე კი მეტი დრამატიზმისთვის, ბაჩო ახალაიას ხსენებაა.

სინამდვილეში პროპაგანდისთვის, ქოცრუსული მეთოდით „საქმეს უკერავენ“ და ციხეში გაშვებას უპირებენ.

ეს ყველაფერი რუსული სცენარის, გლობალური ომის პარტიისა და დიფსტეიტის უფრო იაფი რიმეიქია, რომლის მიზანიც ხალხის დაშინება და არეულობის შთაბეჭდილების შექმნაა.

რეალურად კი ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კობახიძე-მდინარაძე-პაპუაშვილის ტროიკა შეშინებულია და ამ სიუჟეტით წვალობენ, როგორმე დაწიონ 4 ოქტომბრის აწეული თამასა.

ხვალ, ხაბეს სასამართლო პროცესია და ბევრ სიახლეს შეიტყობთ.

მთავარი ისაა, რომ არ დაგვავიწყდეს, ეს ქვეყანა მხოლოდ პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების კი არა, ჩვენი, თითოეული მოქალაქისაა.

შენია და ჩემია, და სწორედ ჩვენ უნდა დავიცვათ და გადავარჩინოთ ქართული სახელმწიფო დაღუპვას.

4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი დამხობისა და მშვიდობიანი რევოლუციის დღე.

და ვისაც ამის არ სჯერა, ამ ბრძოლაში ვერაფერს გააკეთებს.

ეს გზა მხოლოდ რწმენით, გამბედაობითა და დიდი ერთიანობით უნდა გავიაროთ.

4 ოქტომბერი აქცია კი არა, ჩვენი დიდგორია!” – წერს ლაშა ფარულავა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას გალიაში ბულბულები სხედან, ყვავები კაბინეტებში ჰყავს გამომწყვდეული😊” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილი რეალობის ირონიული ინტერპრეტაცია, წარსულის ანალოგებზე, ანალიტიკოს ლელა...

ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8...

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის...