სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმივმართავ პირადად გახარიას - გიწვევთ ღია საჯარო დისკუსიაში,...

მივმართავ პირადად გახარიას – გიწვევთ ღია საჯარო დისკუსიაში, რადგანაც ისე არ გამოვიდეს, თითქოს მე ან ოპოზიცია ვსაუბრობთ ჩასაფრებულის პოზიციიდან და არაჯანსაღად, უსამართლოდ ვაკრიტიკებთ მთავრობას – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ღია დისკუსიაში იწვევს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე. გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი ლიდერის განმარტებით, მთავრობის მიერ გუშინ წარდგენილი ეკონომიკური ანტიკრიზისულ გეგმა სინამდვილეში არისვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებული პროგრამა და ამ რთულ ვითარებაში ხელისუფლება ადამიანთა გაჭირვებით სარგებლობს:

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც პოლიტიკური სიმტკიცე და არც ღირსება, რომ ამ რთულ ვითარებაში არ ესარგებლა ადამიანთა გაჭირვებით და უარი ეთქვა ვიწროპარტიულ ინტერესებზე.

შესაბამისად, მათ წარმოადგინეს არა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, არამედ მოსახლეობის დამშევისა და ბიუჯეტის ხარჯზე პოლიტიკური თუ ფინანსური დივიდენდების მიღების გეგმა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, სახელისუფლებო მედია და სოცქსელებში დაქირავებული ტროლ-ბოტები ხოტბას ასხამენ გახარიასა და მთავრობას, თითქოს ქვეყნის ბიუჯეტი თავიანთი პირადი დანაზოგი იყოს და მოწყალება გაიღეს ჩვენთვის; თითქოს, თავიანთი სიჯიუტითა და გაუაზრებელი, არაპროპორცული და შეუსაბამო აკრძალვებით, მათ არ გაანადგურეს ქვეყნის ეკონომიკა, უმუშევარი არ დატოვეს ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე და არ დაამშიეს მილიონზე მეტი ადამიანი.

მივმართავ ხელისუფლებას, პირადად გახარიას, რადგანაც ისე არ გამოვიდეს, თითქოს მე ან ოპოზიცია ვსაუბრობთ ჩასაფრებულის პოზიციიდან და არაჯანსაღად, უსამართლოდ ვაკრიტიკებთ მთავრობას:

გავმართოთ ღია, საჯარო დისკუსია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე თქვენთვის სასურველ ადგილას და პირობებით. არა იმისთვის, რომ ვიკინკლავოთ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე შექნილ რთულ ვითარებასა და მისგან თავის დაღწევის გზების თაობაზე. ასევე, იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება მთავრობის შეუსაბამო და არაპროპორციული შეზღუდვები.

ველოდებით მთავრობის შემხვედრ ნაბიჯებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე ღია საჯარი დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და გამძლეობისთვის,...

“რატომ დადიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ქელეხებში?” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოლიტიკური ირონიით ახდენს კონკრეტულ მინიშნებას: "რატომ დადიან...

“ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა” – ნინო ჯანგირაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მძიმე...

“10, 20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია” – ლევან იოსელიანი

"პალიტრანიუსის" ეთერში საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...