კვირა, აგვისტო 3, 2025
36.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირელიგია და ტრადიციასაქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს...

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს:

“მინდა ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ქვემო ქართლში, კახეთში, აჭარასა თუ დედაქალაქში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გულითადად მოგილოცოთ წმინდა რამაზანის თვის დაწყება. დაე, ეს თვე თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ყოფილიყოს სიკეთის, მხნეობისა და სიძლიერის მომტანი, რაც ახლა განსაკუთრებით გვჭირდება, ამ ძალიან რთულ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო ცდილობს COVID-19-ის ურთულეს გამოწვევას გაუმკლავდეს.

ახლა მხოლოდ ერთობით, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ძალისხმევით და ურთიერთთანადგომით, ახალი რეალობის და საფრთხეების სწორად შეფასებით და შესაბამისი მოქმედებებით თითოეული მოქალაქის მხრიდან, შევძლებთ ეს რთული გამოწვევა წარმატებით გადავლახოთ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც უმთავრესია და ამასთან შევამსუბუქოთ ის სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რაც არსებულ ვითარებაში გარდაუვლად იქმნება მთელს მსოფლიოში და გამონაკლისი არც საქართველოა. მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე და წარმატებით დავაბრუნოთ შეუქცევადი განვითარების გზაზე. ამაში კი, ყველა ჩვენი მოქალაქის, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ჩართულობისა და თანამშრომლობის, მოთმინებისა და სიბრძნის დიდი იმედი გვაქვს.

სწორედ ამიტომ, მინდა მადლიერებით აღვნიშნო ის დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაც საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა გამოიჩინეს და რელიგიური და სახალხო დღესასწაულები კორონავირუსის პანდემიის პირობებში განსხვავებულად, სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული რეგულაციებთან თანხვედრაში აღნიშნეს.

კიდევ ერთხელ, თითოეულ მუსლიმ თანამოქალაქეს, ოჯახს, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, სიკეთე და კეთილდღეობა, და რაც მთავარია, ამ დიდ გამოწვევასთან მალე გამკლავება,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მუსლიმები ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. წმინდა რამაზანის მარხვა ერთ თვეს გაგრძელდება და იგი სამდღიანი ბაირამით დასრულდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...