29 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 30 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.
აგვისტოს თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევოდა, რაც საკმაოდ სერიოზული იყო განსაკუთრებით თვის შუა რიცხვებში, თუმცა შემდეგ მეტნაკლები სტაბილურობისა და გამყარების ნიშნები გამოიკვეთა.
აშშ დოლართან მიმართებაში მრავალკვირიანი სტაბილური გამყარების პერიოდი აგვისტოს შუა თვეში დასრულდა და სახეზე იყო სერიოზული რყევები, თუმცა შემდეგ მეტნაკლები სტაბილურობისა და გამყარების ნიშნები გამოიკვეთა. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
26 აგვისტო – 2.6984;
27 აგვისტო – 2.6974;
28-29 აგვისტო – 2.6968.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0022 ლარით და 1 აშშ დოლარი 30 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.6946 ლარი ეღირება.
თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. ბოლო 4 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
26 აგვისტო – 3.1536;
27 აგვისტო – 3.1398;
28-29 აგვისტო – 3.1237.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე საკმაოდ გაუფასურდა, 0.0201 ლარით და 30 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1438 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, მეტნაკლებად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ცვალებადი კურსით და სერიოზული რყევებითაც, თუმცა ბოლო კვირაში გამოიკვეთა დასტაბილურების ნიშნებიც. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 30 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6264 ლარი (გაუფასურდა 0.0038 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0655 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6516 (გამყარდა 0.0011 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5845 ლარი (გამყარდა 0.0013 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0355 ლარი (გამყარდა 0.0155 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3586 ლარი (გაუფასურდა 0.0168 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7776 ლარი (გაუფასურდა 0.0124 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0548 ლარი (გამყარდა 0.0208 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.0701 ლარი (გაუფასურდა 0.0159 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8307 ლარი (გამყარდა 0.0096 ლარით).
აგვისტოში დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, ამასთან ლარის გამყარების ტენდენციით. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
26 აგვისტო – 3.3370;
27 აგვისტო – 3.3468;
28-29 აგვისტო – 3.3173.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0233 ლარით და 30 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3406 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

