კვირა, ივნისი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიაქცია-სეირნობის მონაწილეები და „გირჩის“ წევრები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს,...

აქცია-სეირნობის მონაწილეები და „გირჩის“ წევრები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილი დააპატიმრეს

გირჩის წევრები იპოდრომზე, მთავრობის მიერ დაწესებულ რიგ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეების ნაწილი განყოფილებაში გადაიყვანეს, ნაწილი დააჯარიმეს ხოლო ნაწილი დააპატიმრეს.

დაჯარიმებულ და ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში გადაყვანილ პირებს შორის არიან როგორც ”გირჩის” წევრები ასევე აქცია-სეირნობის მშვიდობიანი მონაწილეები, ზურაბ ჯაფარიძე, ვახო მეგრელიშვილი, ლევან ჯგერენაია და ვიტალი გეგუჩია.

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციას უსამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება უწევს. მან ასევე აღნიშნა, რომ ”გირჩი” ამ აქციით ყველა მოქალაქის სახელით აპროტესტებს, იმ უსამართლობას რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ ჯარიმის დასაწერად მაგიდა არ ჰქონდათ, რის გამოც იძულებულები გახდნენ მონაწილეები განყოფილებაში გადაეყვანათ.პოლიციის თანამშრომლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ საუბრის უფლება არ აქვთ და განმარტებებისთვის ”შსს”-ს მიმართონ.“ – აღნიშნულია „გირჩის“ ოფიციალურ საიტზე.

გირჩის“ წევრები კონკრეტულად აპროტესტებდნენ:

„1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება

2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა

3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა

4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა

5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა

6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა

7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა

8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა

9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა

10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გაუქმება,“ – ნათქვამია „გირჩის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

„გირჩის“ აქცია-პერფომანსთან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია:

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია.

საქართველოს კანონმდებლობით „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება...

საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია "საქართველოსთვის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...