spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ მესმის ადამიანებისა, ვინც ამბობს, რომ ალიევ-ფაშინიანის შეთანხმება...

“არ მესმის ადამიანებისა, ვინც ამბობს, რომ ალიევ-ფაშინიანის შეთანხმება არის საქართველოს სტრატეგიული მარცხი” – გია ნოდია

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს აკეთებს განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

არ მესმის ადამიანებისა, ვინც ამბობს, რომ ალიევ-ფაშინიანის შეთანხმება არის საქართველოს სტრატეგიული მარცხი.

ჩვენი სტრატეგიული მარცხია ის, რომ გვყავს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. თეთრ სახლში ხელმოწერილმა შეთანხმებამ კიდევ ერთხელ გახადა ცხადი, რომ ეს ასეა.

თუ ვფიქრობთ, რომ სულ ამ მთავრობის ხელში ვიქნებით, მაშინ რაც არ უნდა მოხდეს რეგიონში და მსოფლიოში, ყველაფერი ჩვენი მარცხი იქნება.

მაგრამ ობიექტურად, ამ შეთანხმების დადება საქართველოს (მაგრამ არა ივანიშვილის მთავრობას) უკეთეს მდგომარეობაში აყენებს.

არის გამოკვეთილი მინუსი: ვკარგავთ ექსკლუზივს კავკასიაზე გამავალ სატრანზიტო მარშრუტებზე. ეს მართალია. მაგრამ თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ გამოდის, რომ უნდა ვოცნებობდეთ, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ ერთმანეთთან ომში იყვნენ. ეს ძალიან ვიწრო და არაპერსპექტიული ხედვაა.

უფრო ფართო და სტრატეგიული ხედვაა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ვაშინგტონში და არა მოსკოვში დამთავრება, ამ ეტაპზე მაინც, რადიკალურად ცვლის რეგიონის გეოპოლიტიკურ განლაგებას. მოსკოვმა დაკარგა მთავარი კოზირი, რაც რეგიონში ჰქონდა, ამერიკა საკვანძო მოთამაშე გახდა.

ირიბად, ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსაც ასუსტებს. ის, სხვა ყველაფერთან ერთად, ეყრდნობოდა საზოგადოების ნაწილში პრაგმატიკოსი პოლიტიკოსის იმიჯს: რუსეთი შეიძლება მტერი იყოს, მაგრამ როცა ის ძლიერია, ხოლო დასავლეთს რეგიონი არ აინტერესებს, ჯობია, ისევ რუსეთთან „დალაგდე“, იმიტომ რომ იმის იქით გზა არა გაქვს. ამ ხედვას მოჩვენებითი დამაჯერებლობა ჰქონდა.

ივანიშვილის და მისი დამცველების გონებაში, სატრანზიტო დერეფნები იყო ივანიშვილის ბერკეტი დასავლეთთან ურთიერთობაში. ახლა ეს ბერკეტი მაინც არ მუშაობდა, მაგრამ პოტენციურად შეეძლო ემუშავა. ახლა რეჟიმმა ეს ბერკეტიც დაკარგა.

ახლა გაცილებით უფრო რთული გახდა ოდნავ რაციონალური ადამიანის თვალში პრორუსული კურსის „პრაგმატული“ გამართლება.

მტკივნეულია იმის აღიარება, რომ რეგიონში რუსეთის ბოლო დასაყრდენი დავრჩით. მაგრამ ეს ტრამპის ბრალი არ არის. ვიმეორებ: ამ რეჟიმის ხელში ჩვენთვის მომგებიანი ვერაფერი მოხდება. ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება რუსეთის და მისი ქართველი პარტნიორების ინტერესებს, მაგრამ ობიექტურად კარგია საქართველოსთვის“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოცხადებულ ანექსიის ქრონიკას შიდა ქართლში, შემთხვევით ქალბატონ წულუკიანის კომისიის დასკვნა ხომ არ აქვს ჩაფენილი...

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონთან დაკავშირებით კრემლში გამართულ შეხვედრებს მძიმე შეფასებებით...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...