კვირა, აგვისტო 3, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 2-4 აგვისტოს...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 2-4 აგვისტოს პერიოდისთვის

1 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 2 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.

ივლისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევოდა, სახეზე იყო დინამიური გაუფასურებაც და გამყარებაც.

აშშ დოლართან მიმართებაში ივლისშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

29 ივლისი – 2.7075;
30 ივლისი – 2.7070;
31 ივლისი – 2.7067;
1 აგვისტო – 2.7061.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0011 ლარით  და 1 აშშ დოლარი 2 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.7050 ლარი ეღირება.

ივლისის დასაწყისში ლარის კურსის ერთგვარი სტაბილიზაცირება მოხდა ევროსთან მიმართებაში თვის შუა რიცხვებიდან კი სახეზე იყო ჯერ დინამიური გაუფასურება შემდეგ ასევე დინამიური გამყარებაც, რაც ბოლო ვაჭრობამდე გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

29 ივლისი – 3.1583;
30 ივლისი – 3.1344;
31 ივლისი – 3.1230;
1 აგვისტო – 3.0936
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0042 ლარით და 2 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0872 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლარი აბსულუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 2 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5606 ლარი (გამყარდა 0.0169 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0665 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6472 (გამყარდა 0.0014 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5906 ლარი (გამყარდა 0.0007 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0454 ლარი (გამყარდა 0.0017 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3154 ლარი (გამყარდა 0.0107 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7506 ლარი (გამყარდა 0.0099 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0898 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.9036 ლარი (გამყარდა 0.0894 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7991 ლარი (გამყარდა 0.0052 ლარით).

ივლისის თვეში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, მცირე გამონაკლისების გარდა სახეზე იყო ლარის სტაბილური კურსის, თუმცა ბოლო ბაჭრობებზე სიტუაცია შეიცვალა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

29 ივლისი – 3.3787;
30 ივლისი – 3.3058;
31 ივლისი – 3.3103;
1 აგვისტო – 3.3761
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0080 ლარით და 2 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3681 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...