კვირა, ოქტომბერი 26, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან...

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი მისი წვლილის შესახებ საუბრობს და ამჟამად შექმნილი რეალობის გამოსწორებაზე აკეთებს აქცენტს:

ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე. ჩემი ამოცანა თავიდანვე იყო ის რომ ამ ზრდას მოჰყოლოდა საქართველოს პოზიტიური იმიჯის დამკვიდრება მთელს მსოფლიოში და ის რომ ქართველების მაქსიმალურად დიდ პროცენტს მატერიალური სარგებელი მიეღოთ ტურიზმის ბუმით.

რა ხდება ამათ პირობებში? ჩვენი ტურიზმი მთლიანად გადაორიენტირდა რუსებზე და აჭარის შემთხვევაში თურქებზე, თანაც თურქული ტურიზმი ძირითადად ჰგავს ტრაბზონში და რიზეში ტურიზმის მეორეხარისხოვან გაგრძელებას, იმის მაგივრად რომ მოგვეზიდა თურქული ელიტური ტურიზმი.

რუსების შემთხვევაში შემოდიან ძირითადად ძალიან ბანძი წარმომადგენლები. ამ ისედაც ძალიან მდარე ხარისხის ქვეყნის, დაახლოებით იგივე ხალხი რაც ადრე დადიოდა აფხაზეთში, ახლა შეესია დანარჩენ საქართველოს.

დასავლეთის ქვეყნებში საქართველოს იმიჯი იმდენადაა დაზარალებული, რომ იქიდან ტურიზმის ზრდა აღარ ხდება. გარდა ყველაფრისა რუსებმა იმავე ბათუმში, შარშანდელთან შედარებით ორჯერ გააძვირეს თითქმის ყველაფერი და ქართველი დამსვენებლები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება ტურისტულ ბიზნესს, აქაც სახეზეა რუსული ექსპანსია, რომელიც ავიწროებს ქართულ ბიზნესს, ვინაიდან ტურისტები შემოჰყავთ რუსულ ტურისტულ კომპანიებს, ემსახურებიან რუსების მფლობელობაში მყოფი სასტუმროები და კვების ობიექტები და ეს აღმავალი ტრენდია. სასწრაფოდ უნდა მოვუღოთ ამ ტენდენციას ბოლო, ჩავკეტოთ ტურისტული ბიზნესი რუსული კომპანიებისთვის და ამისთვის საჭიროა რეჟიმის მოშორება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის” – პაველ ჰერჩინსკი

ქუთაისში ევროპის დღის გახსნაზე, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, საქართველო-ევროკავშირის...

“ზვიად კვარაცხელია ციხეს გაუძლებს, მაგრამ ეს ციხე როგორღა გაუძლებს ამდენ პატრიოტ ადამიანს?!” – გიორგი...

მწერლის და გამომცემელის, ზვიად კვარაცხელიას დაპატიმრების ფაქტს ემოციური პოზიცია-შეფასებებით...

“საქართველოში წარმოდგენილი აგენტურის მიზანი არის ქვეყნის დაზიანება” – ეკა სეფიაშვილი

პარტია "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა სეფიაშვილი ოპონენტებს ქვეყნის...

“იფიქრე ქოცო – შენ რომ დაგიჭერენ, ვინ გეყოლება მომკითხავი?” – ელისო კილაძე

დემონსტრანტების ურთიერთ სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე ემოციურად საუბრობს, კონკრეტულ ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...