spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტებისაქართველოში კორონავირუსით მე-4 პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ე.წ. ქობულეთის...

საქართველოში კორონავირუსით მე-4 პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-4 შემთხვევა აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, გარდაცვლილია 70 წელს გადაცილებული ქალბატონი, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. პაციენტი ქალაქ ბათუმში 8 აპრილს შეიყვანეს და კლინიკა „მედალფაში“ გადიოდა მკურნალობას. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ პაციენტს კორონავირუსთან ერთად თან ჰქონდა თანმდევი მძიმე დაავადებები. გარდაცვალება 18 აპრილს ღამით 21:50 საათზე დაფიქსირდა.

13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი, სამწუხაროდ დაფიქსირდა გარდაცვალება. პაციენტს კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, ასევე აღენიშნებოდა აბსცესები და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რომ გადაგვერჩინა. ის ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. 70 წლის ზევით ასაკისაა. 8 აპრილიდან იყო მოთავსებული კლინიკაში. გარდაცვალება დაფიქსირდა 18 აპრილს 21:50 საათზე,“ – განაცხადა კლინიკა “მედალფას” აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა ლევან ანთიძემ.

გარდაცვლილი პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომენტარი ასევე ჰოსპიტალურ ქსელ “მედალფას” ბათუმის კლინიკის დირექტორმა, ალექსი გოხელაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით ბათუმში გარდაცვლილ პაციენტს „კოვიდ 19“-თან ერთად სხვა ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

ქალბატონს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა, მრავლობითი აბსცესი პოსტინექციური,“ – განაცხადა ალექსი გოხელაშვილმა

stopcov.ge – ის ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 394, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 86; მათ შორის გარდაცვლილი – 4; კარანტინის რეჟიმში – 5094; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3 ადამიანი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...