18 ივლისს მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:
“ნუ ცდილობთ თქვენი ლოგიკით ახსნათ “ოცნების” ქმედებები. როგორც კი ამას აკეთებთ, ეგრევე შეცდომას უშვებთ. უნდა მიხვდეთ – მათ აწყობთ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება; და უმთავრესი – მათ სურთ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში. თან უკრაინის სრული ოკუპაციით. ეს თქვა გუშინ არა ირაკლი კობახიძემ არამედ მისი მეშვეობით ბიძინა ივანიშვილმა და იზიარებს სრულიად საქოცეთი. არ იზიარებენ? კი! გულში ვინ რას ფიქრობს ეს შეინახონ შვილიშვილებისთვის.
ხვდებით სად და რა გარემოში გვიწევს ცხოვრება? “ქართული ოცნება” და მისი მხარდამჭერები, ოკუპანტის მიმართ სრულ სოლიდარობას ავლენენ.
გუშინ რაც კობახიძემ გვამცნო არ არის – “მე ვარ საქართველო!”, მანდ პირდაპირ წერია: “მე ვარ რუსეთი!” – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.