პარასკევი, ივლისი 18, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები"ბათუმი კინოში" - ამ თემაზე დამწყებ გიდებს საინტერესო...

“ბათუმი კინოში” – ამ თემაზე დამწყებ გიდებს საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ🎬🎥

„ბათუმი კინოში“ – ამ თემაზე დამწყებ გიდებს საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ. კინოდოკუმენტალისტმა ოლიკო ჟღენტმა მათ იმ ფილმებსა თუ ნაწარმოებებზე ესაუბრა, რომლებიც ბათუმში, ციხისძირსა თუ ჩაქვშია გადაღებული. ტრენინგისას ხაზი გაესვა ცნობილ ევროპელ მწერლებსა და მათი ნაწარმოებების ეკრანიზაციას აჭარის შავიზღვისპირეთში. ტრენინგის შედეგად, დამწყები გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ როგორ წარმოაჩინონ ბათუმი, როგორც კინემატოგრაფიის ქალაქი და როგორ გაუწიონ მათ პოპულარიზაცია ტურისტებთან. პარალელურად, გიდები ბათუმის ძველი ბულვარის პრაქტიკულ ტურსაც დაესწრნენ. დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მესამე თვეა მიმდინარეობს.

გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებსა და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.

👩‍🏫 კინოდოკუმენტალისტმა ოლიკო ჟღენტმა მათ იმ ფილმებსა თუ ნაწარმოებებზე ესაუბრა, რომლებიც ბათუმში, ციხისძირსა და ჩაქვშია გადაღებული.

🔸ტრენინგის შედეგად, დამწყები გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ როგორ წარმოაჩინონ ბათუმი, როგორც კინემატოგრაფიის ქალაქი და როგორ გაუწიონ მათ პოპულარიზაცია ტურისტებთან.

✅პარალელურად, გიდები ბათუმის ძველი ბულვარის პრაქტიკულ ტურსაც დაესწრნენ. დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მესამე თვეა მიმდინარეობს.

#გიდებისგადამზადება #ტრენინგი #სერვისი #ტურიზმი2025

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

20 ივლისს ქობულეთი “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლებს

ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 20 ივლისს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...