შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა17 აპრილის 12:00 საათიდან საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო...

17 აპრილის 12:00 საათიდან საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მკაცრდება საგანგებო მდგომარეობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რა დროსაც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა. 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ასევე დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება:

ერთი კვირის მონაცემებით 140-ით გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, რაც სწრაფი ზრდის მაჩვენებელია. საერთო ჯამში დღევანდელი მონაცემებით გვაქვს ინფიცირების 348 დადასტურებული შემთხვევა და ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდაგავრცელების ეტაპი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან.

მთავრობამ დროულად მიიღო ზომები, რათა შეეჩერებინა კოვიდ19-ის გავრცელება. მოქალაქეთა მობილობის შემცირების მიზნით 4 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში გუშინ 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლაც აიკრძალა. სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციის მიუხედავად, რომ დავრჩეთ სახლში ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მოძრაობა მაინც საკმაოდ ინტენსიური რჩება, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია. დღეს კი თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს უფრო ეფექტური გზა ვებრძოლოთ კოვიდ19-ს, ვიდრე სოციალური დისტანციის დაცვაა.

ამ მიზნით ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ. ხვალ 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე.

ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეებში და პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრება იურიდიულ პირებს!“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ბრიფინგზე განცხადება გააკეთეს ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა. ეპიდემიოლოგებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს სახლში დარჩენისკენ და სიფრთხილის ზომების გაზრდისკენ:

დღეს გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას, მაგრამ სამაგიეროდ არ გადამიბიჯებია ჩემი პასუხისმგებლობისადმი. ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის წინაშე. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით! წელს ეს აღდგომა სხვა ფორმატში ჩავატაროთ, რადგან საუკუნეების განმავლობაში მსგავსი პანდემია არ ყოფილა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სამწუხაროდ დღეს უკვე ჩვენს საზოგადოებაში არის, და არ არის ცოტა ეს შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. ისინი ჩვენს გვერდით არიან, ამიტომ დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა საფრთხის შემცველია. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი შეიძლება უკვე იყვნენ გამავრცელებლები. აქედან გამოდინარე აუცილებელია ერთამენთს მოვერიდოთ,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...