კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე" -...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

“ლელო – ძლიერი საქართველო” საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური გაერთიანების შესახებ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:

სამწუხაროდ, საქართველოს ეგრეთწოდებული პრეზიდენტი არის მასხარა! გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შეთავაზება იყო „კა-გე-ბე-ს“ და “სუსის” დაგეგმილი ავანტურა „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ!

დღევანდელი ეს ღონისძიება დაიგეგმა რამდენიმე დღის წინ, მოხდა პარტიის რეგიონული ლიდერების ინფორმირება და თბილისში მოწვევა, ანონსი დაიგზავნა მედიაში და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩვენ გაგვეხმოვანებინა პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება!

სწორედ იმიტომ, რომ ხელი შეეშალათ ჩვენთვის, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ეშინია პროდასავლური ოპოზიციის ჩართვის ამ ბრძოლაში, ივანიშვილის პრეზიდენტმა გუშინ დადგა ის მაკარადი, რაც ჩვენ ვიხილეთ!

სულ ტყუილად, „ძლიერ საქართველოს“აქვს თავისი გეგმა, „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გზა, რომელიც ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით “ქართული ოცნება“ „კა-გე-ბე-“, “სუსი” და ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი!!!

ერთადერთი გზა, რაც დღეს ჩვენ ივანიშვილის რუსულ-ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს, ეს არის ბრძოლა! ბრძოლა ყველა შესაძლო მიმართულებით და ყველა შესაძლო ველზე!

ბრძოლა ქუჩაში – აქციებით, პროტესტით, დაუმორჩილებლობით!

ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე – არაღიარებით, სანქციებით, იზოლაციით!
ბრძოლა არჩევნებში – 3000 ახალი პროტესტის კერის გაჩენით, დაპირისპირების ახალი კერების შექმნით, პროტესტის ახალი ენერგიის მობილიზებით!

საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა და ყველა ადამიანისთვის პროტესტის გამოხატვის უფების მიცემა! ეს არის ჩვენი, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ვალდებულება და ამოცანა!

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს! დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის – ჩვენ შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ შევდივართ დიქტატურის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ წინააღმდეგობაში!

აქვე, მინდა მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას, ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს – ამ რეჟიმის დასრულება. პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევანს. თუმცა, ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე. რაც ყველაზე მთავარია, პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს ერთი მიზანი გვაქვს, რეჟიმის დამარცხება.

როგორც გამოჩნდა სტრატეგია ავირჩიეთ სხვადასხვა. ჩვენ „ძლიერი საქართველო“ მზად ვართ სრული ჩართულობისთვის და სრული თანამონაწილეობისთვის, ისევე როგორც აქამდეც, ტოტალურად და სრული რესურსით ვიყავით ჩართული პროტესტში და ქუჩის აქტივისტურ წინააღმდეგობაში. ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა და პროტესტი გაძლიერდება!

აქვე, მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში, მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის!

დანაშაულია, ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება! 4 ოქტომბერი არის დეფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დეფაქტო არჩევნებში ბრძოლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტი და განაჩენი რეჟიმისადმი! რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა, ერთობლივად მოსაგებია!!!” – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას “ლელო – ძლიერი საქართველო” ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...