კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

4 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 5 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.

აშშ დოლართან მიმართებაში მთელი ივნისის თვის განმავლობაში გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

1 ივლისი – 2.7227;
2 ივლისი – 2.7215;
3 ივლისი – 2.7203;
4 ივლისი – 2.7195.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0004 ლარით  და 1 აშშ დოლარი 5 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7191 ლარი ეღირება.

ევროსთან მიმართებაში ივნისის დასაწყისში ლარის კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა, რაც თვის შუა პერიოდიდან შეიცვალა, ჯერ სახეზე იყო გაუფასურება, შემდეგ გამყარება სერიოზული რყევების ფონზე, თვის ბოლოსკენ კი დინამიური გაუფასურება. ივლისის დასაწყისში, ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

1 ივლისი – 3.1910;
2 ივლისი – 3.2155;
3 ივლისი – 3.2029;
4 ივლისი – 3.2090
.

წინა ვაჭრობებზე გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0070 ლარით და 5 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.2020 ლარი ეღირება.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სახეზე იყო ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე კი, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 5 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7110 ლარი (გამყარდა 0.0052 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0683 ლარი (გაუფასურდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6514 (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5989 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0821 ლარი (გაუფასურდა 0.0056 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4254 ლარი (გამყარდა 0.0074 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7964 ლარი (გამყარდა 0.0015 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1842 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.1352 ლარი (გაუფასურდა 0.0414 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8834 ლარი (გამყარდა 0.0079 ლარით).

ივნისის თვე, რუსულ რუბლთან მიმართებაში, განსაკუთრებით თვის შუა პერიოდში, სერიოზული რყევებით გამოირჩევოდა, თუმცა ბოლო 2 კვირაში გამოიკვეთა სტაბილიზაციის ნიშნები, ხოლო თვის ბოლოსკენ და ივლისის დასაწყისში სახეზე იყო გამყარებაც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 ივლისი – 3.4642;
2 ივლისი – 3.4658;
3 ივლისი – 3.4550;
4 ივლისი – 3.4546
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0083 ლარით და 5 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4463 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...