განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“ფაშისტურმა რეჟიმმა აკრძალა უცხოური გრანტებით ქართული განათლების და მეცნიერების დაფინანსება, ერთადერთი გამონაკლისი დაუშვეს სპორტული ფედერაციებისთვის.
ე.ი. ოფიციალურად გამოცხადდა კუნთმაგრების პრიორიტეტი გონიერებაზე. ეს არის ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება.
ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.