შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაპროექტი "ტელესკოლა" ეთნიკური უმცირესობებისათვის გაკვეთილებს აზებაიჯანულ და სომხურ...

პროექტი “ტელესკოლა” ეთნიკური უმცირესობებისათვის გაკვეთილებს აზებაიჯანულ და სომხურ ენებზეც ჩაატარებს

პროექტი „ტელესკოლა“ 30 მარტს დაიწყო, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია. ამ დრომდე გადაიცემოდა მხოლოდ ქართულ ენაზე გაკვეთილები და როგორც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა ეთნიკური უმცირესობებისათვის ეტაპობრივად დაემატებოდა აზებაიჯანულ და სომხურ ენებზე გაკვეთილები. დღეიდან კი ეთნიკური უმცირესობები შეძლებენ მათ ენაზე მოისმინოს გაკვეთილები. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები დაიწყება. სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილი იქნება ყველა კლასის მოსწავლისთვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელე გაკვეთილები ჩატარდება,“ – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

„ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის“პირველი არხი – განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის გადაიცემა.

პროექტ „ტელესკოლის“ მიზანი იყო ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა, საშუალება ჰქონოდათ მოესმინათ საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (The Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები და მათ შორის პროექტი „ტელესკოლა“ ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...