კვირა, ივნისი 15, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 ივნისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 ივნისის პერიოდისთვის

13 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 14 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის თვე, ისევე რობორც წინა თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.

აშშ დოლართან მიმართებაში მთელი მაისის განმავლობაში და ივნისშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

10 ივნისი – 2.7311;
11 ივნისი – 2.7306;
12 ივნისი – 2.7306;
13 ივნისი – 2.7301.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0005 ლარით  და 1 აშშ დოლარი 14 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7296 ლარი ეღირება.

ივნისში ლარის კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა, რაც ბოლო ვაჭრობებზე შეიცვალა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

10 ივნისი – 3.1186;
11 ივნისი – 3.1189;
12 ივნისი – 3.1238;
13 ივნისი – 3.1825
.

წინა ვაჭრობაზე საგრძნობი გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე ასევე საგრძნობლად გამყარდა, 0.0224 ლარით და 14 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1401 ლარი ეღირება.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სახეზე იყო ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – რყევები და გაუფასურება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, დაფიქსირდა გამყარება და ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 14 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6937 ლარი (გამყარდა 0.0121 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0692 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6584 (გაუფასურდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6051 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1169 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3533 ლარი (გამყარდა 0.0052 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7998 ლარი (გამყარდა 0.0039 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1707 ლარი (გამყარდა 0.0188 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.5667 ლარი (გამყარდა 0.1092 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8920 ლარი (გამყარდა 0.0098 ლარით).

მაისის თვეში ლარის კურსი მეტ-ნაკლები სტაბილიზაციით გამოირჩეოდა, თუმცა თვის შუა პერიოდისკენ იყო სერიოზული რყევები, რაც ივნისის დასაწყისშიც გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

10 ივნისი – 3.4214;
11 ივნისი – 2.7357;
12 ივნისი – 3.4347;
13 ივნისი – 3.4790
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0044 ლარით და 14 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4746 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...