spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიააგრარული ბაზრები ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ...

აგრარული ბაზრები ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ – სურსათის ეროვნული სააგენტო

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რეგიონებისა და დედაქალაქის აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებას ეცნობიან და გასცემენ რეკომენდაციებს იმ სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელთა დაცვაც მათი ფუნქციონირების განახლებისათვის სავალდებულოა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და არსებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის დავალებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა რეგულაციები, რომლებიც გულისხმობს აგრარული ბაზრების ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაობის სისტემატურად ჩატარებას, პერსონალისა და მომხმარებლის მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას, პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკაცრად გაკონტროლებას, მათი ხელთათმანებითა და პირბადით აღჭურვას, სადეზინფექციო საშუალებებისა და დეზობარიერების განთავსებას, პერსონალსა და მომხმარებელს შორის სოციალური დისტანციის დაცვას.

აგრარული ბაზრების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს მონიტორინგს და ობიექტი ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...