spot_img
მთავარიეს საინტერესოალუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული...

ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორია არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ, რადგან ვაქცინაზე მუშაობას გარკვეული ტიპის ვივარიუმი სჭირდება. მან, ასევე, ისაუბრა ქართველ მეცნიერზე, გიორგი ბაბუაძეზე, რომელიც კანადაში ამ ეტაპზე “კოვიდ 19”-ის ვაქცინაზე მუშაობს:

„ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ, ამას პირველ რიგში სჭირდება გარკვეული ტიპის ვივარიუმი, რომელიც ჩვენთან ცხოველებზე უნდა ჩატარდეს ხოლმე ცდები. ჩვენთან არის მხოლოდ მცირე ზომის ცხოველებზე ჩასატარებელი ვივარიუმი, მაგალითად თაგვებზე. ვაქცინაზე გამოცდა, ჩვეულებრივ უფრო დიდი ზომის ცხოველებზე ტარდება. აქედან გამომდინარე ჩვენ სამწუხაროდ ვაქცინებზე ვერ ვმუშაობთ.

ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი ახალგაზრდა გიორგი ბაბუაძე, რომელიც ჩვენი ცენტრიდან წავიდა და მუშაობს ახლა კანადაში არის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ჯგუფში, რომლებიც ვაქცინებს ქმნიან მსოფლიოში, ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს “კოვიდ 19”-ის ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...