spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სხვადასხვა უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 150-მდე სტუდენტს შეხვდა.

თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს უწყების კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის – შერიგებისა და ჩართულობის და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიზნები, განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო ხედვა გააცნო. მინისტრმა ისაუბრა როგორც სამშვიდობო ინიციატივებში, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობაზე; თეა ახვლედიანმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად დანერგილი მექანიზმები და არსებული შესაძლებლობები.

დისკუსიის ფორმატში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახელმწიფო მინისტრისთვის დაესვათ შეკითხვები, გამოეთქვათ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები.

ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის გაცხადებულ პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სხვადასხვა ფორმატში ახალგაზრდებთან ჩვენი რეგულარული შეხვედრები, მათ შორის დღევანდელი ღონისძიებაც, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ ახალგაზრდებს გავაცანით საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი განმტკიცებისა და ინტეგრაციის პრიორიტეტები, ისევე როგორც სამშვიდობო პროცესი, რომელიც ჩვენი დროებითი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით ხორციელდება ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივებით.

შედგა ძალიან საინტერესო და დინამიკური დისკუსია, რაც მეტად სასიხარულო და მისასალმებელია, იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე და ახალგაზრდობისთვის აქტუალურ საკითხებზე მათ ინფორმირებულობასა და ცნობიერების ამაღლებას,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რაც ახლა ანტისახელისუფლებო სივრცეში ხდება – პოლიტიკური კანიბალიზმია, ერთმანეთისა და თვითშეჭმის პროცესი” – არჩილ...

ოპოზიციუე/საპროტესტო ფლანგზე შექმინი რეალობა და პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, ანალიტიკოს...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“არ არსებობს ქართველი, რომელმაც საკუთარ სამშობლოს იმდენი სიკეთე მოუტანა, რამდენიც ბატონმა ბიძინამ და მისმა...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გასაკუთრებით პოზიტიურ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...