spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგაბუტული ბავშვის პოზა, "არ მოვალ ტაძარში აღდგომას" -...

გაბუტული ბავშვის პოზა, “არ მოვალ ტაძარში აღდგომას” – სირცხვილია… – დავით ბერძენიშვილი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის ტექნოლოგიაზე საუბრობს და ამ მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას აფასებს “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი:

ავსტრიაში 8.4 მლ ადამიანი ცხოვრობს, პისიარ ტესტი 130 ათასს გაუკეთეს. ესტონეთში 1.4 მლ ცხოვრობს და 21 ათასი ასეთი ტესტია ჩატარებული (გუშინდელი მონაცემებით). სწრაფი ტესტი ყოველდღე უტარდება სამედიცინო პერსონალს და სხვა სამსახურების თანამშრომლებს ორივე ქვეყანაში…

ჩეხეთში და შვედეთში დაახლ. 10 მლ ცხოვრობს. ჩეხეთში მკაცრი, სტანდარტული ევროპული აკრძალვებია, შვედეთში არა (საკუთარ, შვედურ “სოციალიზმს” მიჰყვება ამ საკითხშიც). გაცილებით მეტი დაღუპულია შვედეთში (591 დღევანდელი მონაცემებით, მარტო გუშინ 76, დღეს 114), ვიდრე ჩეხეთში (დღეს 10) ან სკანდინავიის სხვა ქვეყნებში (დღეს 7. 13, 16). არ ამართლებს ეს “შვედური მოდელი” (აქაური მიმდევრები თუ არ გაჯიუტდებიან შეცდომაში, აჯობებს)…

საქართველოში 3.7 მლ ცხოვრობს… პისიარ ტესტები რამდენიმე ათასია ჩატარებული, ხომ? სწრაფი აგერ ახლა დაიწყეს საავადმყოფოებში…

ყველგან ეკლესიები ცარიელია ევროპაში… ვინც დააპირა გაჯიუტება, მიაბრძანეს სადაც ჯერ არს..ისრაელშიც კი. ჩვენ საპატრიარქოს მძევლის მდგომარეობაში გვამყოფებს უნიათო მთავრობა(((

ჰოდა, რა” მისაბაძი ვართ”, მოგინდათ? დაფასებულებსაც, დასაფასებლებსაც თუ დაუფასებლებსაც…

სტიქაროსანი ინფიცირებულია. პატრიარქი აღარ წირავს. რას ელოდები, მთავრობავ? გაბუტული ბავშვის პოზა, “არ მოვალ ტაძარში აღდგომას”- სირცხვილია…

ჩვენი მოქალაქეების ევროპიდან დაბრუნებას რომ წელავდა მთავრობა (კარანტინისთვის მოუმზადებლობის გამო?), ამორალურიც იყო და პრაგმატულად უვარგისიც – მაინც მოუწევს ხელისუფლებას მათი სამშობლოში შემოშვება/დაბრუნება… გაცილებით უფრო სახიფათო მდგომარეობაში მყოფების – სადაც იყვნენ/არიან უსახსროდ და უსახლკაროდ ევროპაში, იქ ხომ მძვინვარებს ახლა კორონავირუსი უფრო მძლავრად, ვიდრე კვირეების წინ იყო. დღეში სამი რეისი იყო საჭირო ალბათ და სამ დღეში ერთი რეისი არასწორია. უკრაინამ 110 ათასი მისი მოქალაქე ჩაიყვანა მარტში ქვეყანაში… განვითარებულ ქვეყნებზე არც ვსაუბრობ…

ბევრი რამ კარგად გააკეთა საქართველომ. მაგრამ მეტი გართულების მოლოდინში არ გვაქვს კარგად საქმე,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ბერძენიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...