შაბათი, ივნისი 21, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკრიმინალი"ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია - კონტრევოლუცია...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების” – მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა აფრაძიძეების, ხაინდრავასა და სხვათა დანაშაულებზე და ქვეყანაში კრიმინალის დამარცხებაში შეტანილ მის წვლილზე:

,,აფრასიძეები მსხვერპლებად გამოიყვანეს. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, გაანადგურეს, მთელი ქონება წაართვეს, გადაუარეს სვანეთს და დანარჩენ საქართველოშიც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამ აფრასიძეებზე ახლა იძახიან, რომ ისინი თურმე რეჟიმის უბედური მსხვერპლები იყვნენ.

აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები. ესენი რომ არ მოსულიყვნენ, ბევრად მეტი იქნებოდა. ამათ გააჩერეს სვანეთის გვირაბის მშენებლობის პროექტი, რომლითაც სვანეთი დაუკავშირდებოდა პირდაპირ იმერეთს და მესტიიდან ქუთაისში 2 საათში ჩახვიდოდი.

ობგაიძე, საქართველოს გაი-ს ბოლო უფროსი იყო, გაიშნიკები, ღიპიანი ტიპები გახსოვთ?! ობგაიძე იყო საქართველოს გაი-ს ბოლო წევრი, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ და ეს ობგაიძე გამოდის და იძახის, რომ მე მქონდა ბიზნესები, მიწებიო და სააკაშვილის ნათესავებმაო, ჩემს ბიძაშვილზეა საუბარი, რომელიც ამერიკაში დაიბადა, იქ ცხოვრობს, იმან წამართვაო.

ჯერ ერთი საკითხი, საიდან ჰქონდა სახელმწიფო მოხელე ობგაიძეს ამდენი ბიზნესი და მიწები და რანაირად გამოდის, რომ ჩემმა ბიძაშვილმა თურმე წაართვა, რომელიც ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს, დღე და ღამე მუშაობს, ობგაიძე კი იხრჩობა ფულში?! აი ეს ხდება.


გამოიყვანეს ხაინდრავა, რომელმაც დახვრიტა, მას შემდეგ, რაც პუტჩისტებმა ვითომ გაუშვეს ზვიად გამსახურდია, აქედან, ხაინდრავა წამოეწია ბარათაშვილის ხიდზე, გაუხსნა ცეცხლი და დახვრიტა მათი ავტობუსები. მთავარი პროპაგანდისტი.

აი ასეთი კომისია შექმნეს და ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროპარლამენტმა მორიგი “რაკეტა” ესროლა საქართველოს მორიგი რეზოლუციის სახით, თან კასეტურ ვარიანტში, რომ გაფანტული ნაღმები...

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ზაალ...

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

“გახარიას დაჭერა თუ უნდა ბიძინას, ფორმალურად ამას უპრობლემოდ გააკეთებს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დაჭერის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...