კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვასწრაფი დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად აღმოვაჩინოთ ინფიცირებული პაციენტები,...

სწრაფი დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად აღმოვაჩინოთ ინფიცირებული პაციენტები, გვქონდეს ნაკლები გავრცელება, ნაკლები სიკვდილიანობა, ნაკლები შიმშილი – გიორგი ვაშაძე.

ჩვენს გეგმასა და იმ გეგმას შორის, რომლითაც მოქმედებს მთავრობა, არის ერთი პრინციპული განსხვავება, ისინი მოქმედებენ შეკავება-რეაგირების სტრატეგიით, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გადავიდეთ თავდასხმაზე“. ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა და ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსათვის სწრაფი დიაგნოსტირება:

„ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში ისევ და ისევ არის სწრაფი დიაგნოსტიკა და სწრაფი ტესტირება. კვირაზე მეტია ხმა არ ამოგვიღია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა საერთაშორისო ციფრები და მაჩვენებლებიც აჩვენებს, რომ ჩვენ ფაქტობრივად ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიო მასშტაბით. დიაგნოსტიკისა და ტესტირების რაოდენობით, 4-ჯერ გვისწრებს სომხეთი; 6-7-ჯერ გვისწრებს აზერბაიჯანი; თითქმის 10-ჯერ გვისწრებს რუსეთი, თურქეთი და ა.შ

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწრაფი დიაგნოსტიკა? – მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გვქონდეს ნაკლები გავრცელება, სწრაფად აღმოვაჩინოთ ინფიცირებული პაციენტები, გვქონდეს ნაკლები სიკვდილიანობა, გვქონდეს ნაკლები კარანტინი, გვქონდეს ნაკლები შიმშილი ქვეყანაში.

დიაგნოსტიკის გარეშე შეუძლებელია არეალის შეზღუდვა საქართველოში. დღეს შეიძლება ქუჩაში დადიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი და რომლიდანაც შეიძლება დავინფიცირდეთ თითოეული ჩვენგანი. ბოლოს გამოვლენილი შემთხვევებიც აჩვენებს, რომ ძირითადად გვაქვს უკვე შიდა გადაცემა. არანაირი მგზავრობის ან საერთაშორისო გადაფრენის ისტორია აღარ არის. მხოლოდ კლასტერებზე მიდევნება ვფიქრობ, რომ არის დამღუპველი.

ყოველი დაკარგული დღე, ეს არის მეტი ინფიცირებული ადამიანი; ყოველი დაკარგული დღე ნიშნავს, რომ შეიძლება უსიმპტომო ადამიანები დადიან ქვეყანაში, რომლებიც კორონავირუსის გამავრცელებლები არიან.

მოსახლეობა ძალიან კარგად იცავს კარანტინის წესებს, მაქსიმალურად ყველა არის სახლში, მაქსიმალურად ვიცავთ ყველა შეზღუდვას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ამ შეზღუდვების ცალკე აღებულად დაცვა, ჩვენ ვერ გაგვიყვანს საბოლოო შედეგამდე.

ვხედავთ, რომ ძირითადად ვრცელდება ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველ ადამიანებთან დადიან და საკვები მიაქვთ, მაგალითად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები რუსთავში, საჩხერეში და ა.შ ვხედავთ, რომ გავრცელების არეალი არის ძალიან დიდი.

ერთადერთი გამოსავალია, მასობრივი დიაგნოსტიკა. ჯანდაცვის მინისტრი დაგვპირდა, რომ 24 მარტიდან უნდა დაწყებულიყო მასობრივი დიაგნოსტიკა და დღემდე არ გვაქვს მასობრივი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა.

მთელი მსოფლიო საუბრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებული ადამიანები, რომ დროულად შევზღუდოთ დაავადების გავცელების არეალი. ადრეულ ეტაპზე მივაქციოთ ყველა პაციენტს ყურადღება. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჩვენს გეგმასა და იმ გეგმას შორის, რომლითაც მოქმედებს მთავრობა არის ერთი პრინციპული განსხვავება ისინი მოქმედებენ შეკავება-რეაგირების სტრატეგიით, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გადავიდეთ თავდასხმაზე. დრო იკარგება, ყოველი დღე არის ფასეული ამ შემთხვევაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და რაც შეიძლება ნაკლები დაინფიცირებული გვყავდეს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...