spot_img
მთავარიაქტუალური თემები"საქართველოს ავიახაზების" სპეციალური განცხადება საქართველოს მოქალაქეების საბერძნეთიდან ჩამოყვანასა...

“საქართველოს ავიახაზების” სპეციალური განცხადება საქართველოს მოქალაქეების საბერძნეთიდან ჩამოყვანასა და ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაგეგმილ ავიარეისებთან და ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს “საქართველოს ავიახაზები”:

როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის 7 აპრილს დაგეგმილია რეისი თბილისი-ათენი-თბილისი, აღნიშნული რეისს კომპანია ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების პროცესის ფარგლებში.

დადგენილი წესის თანახმად, მთავრობასთან შეთანხმებულ რეისებზე ბილეთების რეალიზაცია ხორციელდება რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით.

მიმდინარე წლის 5 აპრილს, კომპანიამ, თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან დაიწყო ბილეთების ეტაპობრივი გამოტანა ონ-ლაინ პლატფორმაზე. როგორც კომპანიის ტექნიკური პლატფორმის მონაცემები აჩვენებს, 10:02 წუთზე სისტემამ რეალიზაციისთვის გამოიტანა 10 ბილეთი, მოცემულ მომენტში საიტზე ერთდროულად შემოსული იყო 4953 მომხმარებელი და ამ 10 ბილეთის ყიდვას შეეცადა ერთდროულად 1259 მომხმარებელი, ბილეთების რეალიზაცია მოხდა 8-9 წუთის მონაკვეთში.

მომხმარებელთა მაღალი ნაკადის გამო, სისტემას შეექმნა ტექნიკური ხარვეზი და დროებით შეწყდა ბილეთების რეალიზაცია, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რის შემდეგაც განახლდება ეტაპობრივად ბილეთების რეალიზაციის პროცესი,” – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...