შაბათი, აპრილი 19, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"რაც ამ წლების განმავლობაში უცხო ჩარევებით მივიღეთ -...

“რაც ამ წლების განმავლობაში უცხო ჩარევებით მივიღეთ – ეს არის კარგად დატრენინგებული აგრესორთა ჯგუფი” – ნინო წილოსანი

მერამდენეჯერ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის უფლებები, ქალების თანადგომა, ბავშვების დაცვა, მხოლოდ ტრენინგების ჩატარების და ქვეყანაში ფულის შემოტანის საშუალება იყო როგორც აქ, ამ ტრენინგების მიმღებთათვის, ასევე, სამწუხაროდ, მათი ზოგიერთი დამფინანსებლისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ისინი არც ქალებზე თავდასხმებს გმობენ და არც ბავშვების უსაფრთხოება ადარდებთ.

თეა წულუკიანს ღამის საათებში, სახლში მიუვარდა დატრენინგებული აგრესორების ბანდა და გადაწყვიტეს ასე დაეტერორებინათ ქალი პოლიტიკოსი და მისი ოჯახი. უფრო მეტიც, ამ დროს, ქალის უფლებადამცველებად წოდებული აქტივისტები გამოვარდებიან და წყევლა-კრულვას არ დაიშურებენ ამ ქალი პოლიტიკოსის მიმართ, ხოლო რიგი დიპლომატები ამ აგრესიულ აქტივისტებთან მეგობრული შეხვედრებით ან დუმილით წაახალისებენ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ეს არის ზეწოლის და ტერორის ფორმა.

შეშფოთებული და დამფრთხალი ბავშვის დანახვაზე თეა წულუკიანს უარი უნდა ეთქვა „ნაცების“ გასამართლებაზე. ამ ყველაფრის შემხედველი მისი ოჯახის რომელიმე წევრს ნერვებმა უნდა უმტყუნოს და პროვოკაციაზე წამოეგოს. ეს არის თანამედროვე „ვოუქ აქტივიზმის“ მახინჯი ფორმა, რაც ასე კარგად გამოსდით ლიბერ ფაშისტებს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, რაც ამ წლების განმავლობაში უცხო ჩარევებით მივიღეთ ეს არის კარგად დატრენინგებული აგრესორთა ჯგუფი, მათ შორის, სამწუხაროდ, სწორედ ტრენინგებით „გაძლიერებული ქალები“, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ქალების შეავიწროონ და დევნონ, მიუვარდნენ სახლებში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ნუთუ ასეთ სოციუმს ვაშენებდით და ამაში „გვეხმარებოდნენ“?! ამ აგრესორ დაჯგუფებას შეუძლია საერთო ზეიმის თუ გლოვის დროსაც თავიანთი პოლიტიკური მიზნები ახორციელონ, დააპირისპირონ საზოგადოება და ტერორში აცხოვრონ, 9 აპრილის მემორიალთან მიმსვლელებს აფურთხონ, პოლიციელებს სახეში ურტყან, ამ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას დედა აგინონ და შეურაცხყოფა მიაყენონ ოფიციალურად მილიონ 200 000 ჩვენს ამომრჩეველს და არა მხოლოდ მათ, ამავდროულად, იმათაც, ვინც არჩევნების დროს არ მოვიდა, თუმცა სახლში მშვიდად იჯდა იმიტომ, რომ იცოდა „ქართული ოცნება“ ისევ გაიმარჯვებდა.

არა! ასეთი საზოგადოება არ გვიშენებია! საუკუნეების მანძილზე ყოველთვის იყო რაღაც, რაც გვაერთიანებდა და ეს რაღაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო 9 აპრილი, როცა ერთად ვიგლოვებდით ჩვენს გმირებს და როცა კიდევ ერთხელ შევფიცავდით ერთმანეთს და ჩვენს სამშობლოს – რომ აუცილებლად დავიცავდით, აუცილებლად გამოვიდოდით რუსთაველზე – თუ ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდებოდა და არა რომელიმე უცხო ძალას – ვის ან რის გამოც სამწუხაროდ, დღეს აქ რუსთაველზე დგანან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სს “თელასი”: 16 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის მთაწმინდის და კრწანისის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“თავისუფლება უფასოდ, უწვალებლად, უშრომველად და უბრძოლველად არ მოდის” – გიორგი ბარამიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთი სრულიად დამოუკიდებელი გახდა რუსული ნავთობის მომარაგებისგან....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...