კვირა, მარტი 16, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 15-17 მარტის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 15-17 მარტის პერიოდისთვის

14 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 15 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.

თებერვლის ბოლოდან სახეზე იყო ლარის კურსის რყევები. მარტის დასაწყისში ეს ტენდენცია, ზოგიერთ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გაგრძელდა, თუმცა რიგ შემთხვევებში სახეზე იყო გაუფასურებაც.

აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

11 მარტი – 2.7766;
12 მარტი – 2.7894;
13 მარტი – 2.7775;
14 მარტი – 2.7775
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0020 ლარით  და 1 აშშ დოლარი 15 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 2.7755 ლარი ეღირება.

მარტი, ევროსთან მიმართებაში, ლარის დინამიური გაუფასურებით დაიწყო, რაც გარკვეული ცვლილებებით ბოლო ვაჭრობამდე გაგრძელდა. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

11 მარტი – 3.0162;
12 მარტი – 3.0396;
13 მარტი – 3.0297;
14 მარტი – 3.0186
.

ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0081 ლარით და 15 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 3.0267 ლარი ეღირება.

ურთიერთგანსხვავებული სიტუაციები იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც – ზოგ შემთხვევაში დინამიურად გამყარდა, სხვა შემთხვევაში კი, პირიქით, ასევე დინამიურად, – გაუფასურდა და იყო რყევებიც. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 15 მარტიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5937 ლარი (გამყარდა 0.0034 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0757 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6682 (გამყარდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6323 ლარი (გამყარდა 0.0011 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0534 ლარი (გამყარდა 0.0162 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1415 ლარი (გამყარდა 0.0044 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8375 ლარი (გაუფასურდა 0.0045 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1900 ლარი (გამყარდა 0.0023 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.5374 ლარი (გამყარდა 0.0768 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8669 ლარი (გამყარდა 0.0071 ლარით).

თებერვლის ბოლოდან ლარმა გამყარება დაიწყო რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახეზე იყო გაუფასურება, ბოლო კვირაში კი სახეზე იყო რყევებიც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

11 მარტი – 3.1561;
12 მარტი – 2.2608;
13 მარტი – 3.2073;
14 მარტი – 3.2174
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0331 ლარით 15 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2505 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...

პაატა მანჯგალაძე: “ივანიშვილის “ტრამპისტული” ფარსი – ღალატის დასაფარად დაგეგმილი სპექტაკლია”

გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს ადგილი ახალ რეალობაში... მთავარი საკითხი,...

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...