spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გლობალური ომი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ დასრულებულა...

“გლობალური ომი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ დასრულებულა და ჯერ კიდევ დიდია საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე” – ეკა სეფაშვილი

დღეს ჩვენ მსოფლიოში ჯერ კიდევ, ახალი გლობალური წესრიგის და ახალი გლობალური უსაფრთხოების შექმნის პროცესში ვართ, სადაც საქართველოზე ისევ და ისევ გაუგონარი ზეწოლა არის, რომელიც მთელი ამ სამი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაზე ეს ზეწოლა სამი წლის წინ დაიწყო და „ხალხის ძალა“ იყო სწორედ ის ძალა, რომელმაც კულისებში მიმდინარე ზეწოლა სააშკარაოზე გამოიტანა და ხალხს მისცა საშუალება, რომ ამის შესახებ ემსჯელა.

საქართველომ, ხელისუფლებამ, ყველამ ერთად მოვახერხეთ რომ, ამ სამი წლის განმავლობაში, „ბეწვის ხიდზე“ გვევლო ისე, რომ საფრთხე არ შექმნოდა ჩვენ ქვეყანაში არც ერთი ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. „ბეწვის ხიდზე“ ვიარეთ და ვებრძოდით უზარმაზარ გლობალურ ძალას, რომელიც მოქმედებდა როგორც საშინაო, ქვეყნის გამყიდველი აგენტების საშუალებით, ასევე, ვებრძოდით საგარეო აგენტებს, რომლებიც დღესაც აქტიურად მოქმედებენ. ერთ-ერთ მაგალითს დავასახელებ, ახლახან, ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ ყოვლად ამორალურ სანქციებს ჩვენი ქვეყნის ლიდერებზე, იმ ლიდერებზე, რომლებმაც პირველ რიგში, აირჩიეს საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ამ პირობებში, საქართველო მაინც ახერხებს ეკონომიკური წინსვლას, რომელიც ხორციელდება არა მხოლოდ საშინაო ეკონომიკის განვითარების ხარჯზე, არამედ, აქტიური, საგარეო ეკონომიკური დივერსიფიცირებული კავშირების საშუალებით, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს მნიშვნელოვანი იყოს ევროპისათვის, ამერიკისთვის, ჩინეთისათვის, ცენტრალური აზიის, არაბეთის ქვეყნებისათვის, იმისათვის, რომ ყველა ამ ქვეყნის ინტერესში იყოს საქართველოში მშვიდობა.

საქართველო პატარა ქვეყანაა და დამოუკიდებლად ჩვენ ძალა არ შეგვწევს, რომ რაიმე განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ გლობალური, ახალი არქიტექტურის შექმნის პროცესში, სადაც ძლიერი სახელმწიფოები მონაწილეობენ სავსებით სამართლიანად, იმიტომ რომ მათ ამის პოტენციალი გააჩნიათ. როდესაც ასეთი პოტენციალი საქართველოს არ გააჩნია, ჩვენი ერთადერთი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ ყველასათვის თანაბრად სარგებლიანი, ყველას თანაბრად შევთავაზოთ ჩვენი ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ და ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობა ვაწარმოოთ, როგორც აღმოსავლეთთან, ისე დასავლეთთან. დავაკავშიროთ ქვეყნები ინდუსტრიული, ციფრული, სავაჭრო, სატრანზიტო სატრანსპორტო თუ ასე შემდეგ კავშირების საშუალებით. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რასაც უნდა დავეყრდნოთ და რასაც მომავალშიც უნდა მივყვეთ“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილემ.

მისი თქმით, გლობალური ომი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ჯერ კიდევ დიდია საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე.

მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ერთიანობა, უსაფრთხოება და მშვიდობა. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მუშაობა დღეს აქ, პარლამენტში, სადაც ვიღებთ ისეთ მნიშვნელოვან კანონებს როგორიც არის უცხოური გავლენისაგან თავის დაცვა, დეზინფორმაციისაგან საქართველოს მოსახლეობის დაცვა, უცხოური აქტორების მიერ დაფინანსებული მედია- საშუალებები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაუკითხავად, უტიფრად და უხეშად ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში. ამ ყველაფერს წინ უნდა აღვუდგეთ და ქართველ ხალხთან ერთად უნდა შევძლოთ და ავაშენოთ საქართველოს უსაფრთხო, ღირსეული და მშვიდობიანი მომავალი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...