spot_img
მთავარიომი და კონფლიქტებიკახა კალაძე: "ტრამპმა გუშინ მკაფიოდ დაანახა ყველას, თუ...

კახა კალაძე: “ტრამპმა გუშინ მკაფიოდ დაანახა ყველას, თუ ვის სურს ომი და ვის – მშვიდობა”

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდეტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად, ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ ვინ დგას ომის და ვინ მშვიდობის მხარეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ომის დასრულება და მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ტრამპმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზი გაუსვა იმას, თუ ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა. რაც გუშინ ვიხილეთ, ისედაც ყველაფერი ცხადი და ნათელია. ამიტომ, განმარტებას არ გავაკეთებ.

უფრო საინტერესოა, ამ პოლემიკის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ქვეყნის შიგნით ვიხილეთ უსამშობლო ადიანების განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ ვის სურდა რეალურად ომი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ღიად ვამბობდით ყველაფერს. კერძოდ იმას, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სურს ომის წარმოება. ამით ისინი, რა თქმა უნდა, იღებენ სარგებელს, ფინანსურ კეთილდღეობას, მაგრამ ნადგურდება ქვეყნები, ქალაქები, სოფლები, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. ამის მაგალითია უმძიმესი ვითარება უკრაინაში. სრული კატასტროფა მივიღეთ ამ ქვეყანაში.

შესაბამისად, ამ ყველაფრის დასრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან. ისინი თავიანთ კონკრეტულ ინტერესს ატარებდნენ სხვა ქვეყანაში და იგივე სურდათ საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსი ცრუობს და ამბობს, თითქოს არასდროს მოუწოდებიათ, საქართველო სანქციებს შეერთებოდა.

გავიხსენებ ერთ მაგალითს, როდესაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს, ვინ, რა თქვა ამის საპასუხოდ – არსებობს არქივი და კარგად ჩანს, რომ მავანს ერჩივნა საქართველოში ბომბები ჩამოცვენილიყო. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს, საზოგადოება ნათლად ხედავს ყველაფერს. ჯანსაღად მოაზროვნე ყველა ადამინი, ვისაც უყვარს სამშობლო, კარგად ხედავს, თუ რამხელა უბედურებას აარიდა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...