spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ამიტომ გადმოგვაქვს ზუსტად იგივე კანონი,...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ამიტომ გადმოგვაქვს ზუსტად იგივე კანონი, რაც აშშ-ში წლებია წარმატებით მუშაობს” – კახა კალაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე

ჩვენი სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი და ჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საკანონმდებლო ცვლილებების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი საკანონმდებლო პაკეტი არის აშშ-ში მოქმედი კანონის ანალოგი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უცხო ქვეყნებიდან შემოსული თანხები იყოს მეტად გამჭვირვალე.

ჩვენ თავიდან დაინიციირებული გვქონდა გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც ადგილობრივმა აგენტურამ, გარე ძალების ჩართულობით, იარლიყები მიაკერა, რომ ვითომ რუსული იყო. არანაირი კავშირი რუსულ კანონთან არ ჰქონია.

ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით როგორ ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან ძალიან დიდი თანხების შემოდინება, რომელიც ქვეყანაში დაპირისპირებას, პოლარიზაციას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში აგენტურის დასაფინანსებლად, რომ შეექმნათ აგენტურული ხაზი და ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდებოდათ, მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. ამის მოწმენი გავხდით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი და ჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი.

ჩვენთვის გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, გადმოგვაქვს ზუსტად იგივე კანონი, რაც აშშ-ში წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს და გვექნება იგივე დამოკიდებულება უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე თუ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...