ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საშუალო დონის კომენდიანტად ზელენსკის მოხსენიება ვერ მიაყენებს მას...

“საშუალო დონის კომენდიანტად ზელენსკის მოხსენიება ვერ მიაყენებს მას ჩრდილს” – რომან გოცირიძე

აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონკრეტულ გამონათქვამებს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიმართებაში და ამასთან უკრაინაში წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას ანალიტიკური შეფასებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე:

ზელენსკიმ შესთავაზა ტრამპს იშვიათი მინერალების ერთობლივი მოპოვება. ტრამპმა გაუგზავნა ფინანსთა მინისტრის ხელით ხელშეკრულება, რომელიც მოითხოვდა არა მხოლოდ იშვიათი მინერალების, არამედ მთელი ბუნებრივი რესურსების (ნავთობი, გაზი და ა. შ.) მოპოვებიდან მიღებული შემოსავლების ნახევარს. ეს კიდევ არაფერი – უკრაინის ინფრასტრუქტურისა და პორტების კონტროლს და იქედან მისაღებ შემოსავლებს, მანამ, სანამ ეს შემოსავლები არ მიაღწევდა 500 მილიარდ დოლარს.

ფაქტობრივად, უკრაინელების რამდენიმე თაობას ხარკი უნდა ეხადა ამერიკისათვის.

რალური დახმარება, რომელიც უკრაინამ მიიღო ამერიკიდან ომის ამ სამი წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს, როგორც იარაღის, ასევე საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. ეს იყო იყო გრანტი. ტრამპის ადმინისტრაციას უნდა, რომ აღნიშნული საჩუქარი აღიარებინოს უკრაინას ვალად, თანაც სამნახევარჯერ მეტად, 350 მილიარდი დოლარის ოდენობით.

როგორც ამბობენ, ზელენსკიმ ამერიკის ფინანსთა მინისტრს თავზე დაახურა და ხელცარიელი გაისტუმრა უკან. თუ რა მოჰყვა ამას ტრამპის მხრიდან, კარგად ვიცით.

რა მოხდება ომის შემდეგ არავინ იცის. ომში გამარჯვებული ჩერჩილი არ აირჩიეს ბრიტანელებმა. მთავარია ომი შეწყდეს, ზელენსკის კი ისტორია მიუჩენს საუკეთესო ადგილს მის ფურცლებზე. ზოგი დასავლელი პოლიტიკოსი უკვე დღესვე აღიარებს მას ჩერჩილის დონის ფიგურად.

საშუალო დონის კომენდიანტად ზელენსკის მოხსენიება ვერ მიაყენებს მას ჩრდილს. რეიგანიც საშუალოზე დაბალი დონის “კომენდიანტი” იყო, მაგრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა “ბოროტების იმპერიის” დაშლაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე რომან გოცირიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხვდებით ხო, რა აბსურდს “აჭმევს” ქ/ოცნება თავის მომხრეებს?” – იაგო კაჭკაჭიშვილი

"დიფ სთეითთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოზიცია-შეფასებებს ეხმაურება სოციოლოგიის დოქტორი...

“აი, ეს სიცოცხლის ზეიმი ბავშვები რომ ციხეში გამოკეტეთ, იმიტომ არის თქვენი სიცოცხლის ფასი კაპიკი,...

საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა სასამართლო პროცესზე ერთერთმა, დარბაზში მყოფ თავის...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია” – კახა კალაძე

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...