პარასკევი, აპრილი 18, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "კვერცხების სროლა და ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის,...

კახა კალაძე: “კვერცხების სროლა და ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის, მათგან განსხვავებით, მიუღებელია”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკოსების მიმართ ნებისმიერი შეურაცხყოფა, მათ შორის, კვერცხების სროლა, მისთვის მიუღებელია, თუმცა, ეს ადამიანები თავად აქეზებენ ძალადობას.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს, თბილისის აეროპორტში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, დასმული კითხვის პასუხად განუცხადა:

ზოგადად, კვერცხების სროლა და ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის, მათგან განსხვავებით, მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ახალისებენ ძალადობას.

მე არ მახსოვს რომელიმე მათგანისგან მომესმინოს განცხადება, თუნდაც როდესაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდება ძალადობა, შეურაცხყოფა. სწორედ ეს ქალბატონი იყო, რომელმაც შეიწყალა ადამიანი, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად წვავდა. მთელი პიარკამპანია მიმდინარეობდა, რომ როგორმე გმირად შეერაცხათ ის. წარმოგიდგენიათ, რასთან გვქონდა საქმე?

არ მახსოვს მათი მხრიდან არც ერთი განცხადება, რომ დაეგმოთ ძალადობა, პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხყოფა, დევნა. როდესაც ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მამუკა მდინარაძეს და უკნიდან ჩაარტყა, მათი მხრიდან არ მახსოვს არც ერთი განცხადება.

რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი და მიუღებელია ჩემთვის ასეთი ქმედებები. არსებობს კანონი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება და ღალატისთვის ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩადიოდნენ დანაშაულს და ღალატს ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსეთი საქართველოს ანექსიას გეგმავს – ამ გეგმას კრემლის პროპაგან*ონი, დუგინი აჟღერებს” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებას აკეთებს რუსი...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“სტატუსის დამწერი მომხრე აღარ დაგრჩებათ მალე‼️” – ელისო კილაძე მმართველ პარტიას მიმართავს

კულტურის სამინისტროს მიერ დათო დოიაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...