spot_img
მთავარისხვადასხვა"როდესაც სამართალი და კანონი არ არსებობს, ზუსტად იგივე...

“როდესაც სამართალი და კანონი არ არსებობს, ზუსტად იგივე ქმედება უნდა დავუპირისპიროთ თუ არა მწამებელს, მარბიელსა და ჯალათს?!” – ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს საზოგადოებას:

როდესაც სამართალი და კანონი არ არსებობს, ზუსტად იგივე ქმედება უნდა დავუპირისპიროთ თუ არა მწამებელს, მარბიელსა და ჯალათს?!

გამიტაცეს, მაწამეს, 27 წუთი არ ამომასუნთქეს, სიკვდილამდე მირტყამდნენ როგორც მტერს – არანაირი სხვაობა რუსის “სალდატსა” და მათ შორის არ იყო…

ასეთ დროს ზუსტად იგივე არ უნდა დავუპირისპიროთ?! არც მეტი და არც ნაკლები – ზუსტად იგივე!

და თუ ასე არ ვიქცევით, სამართალს სად ვეძებთ ან სად ვიპოვით?! თავის დაცვის უფლება ჩამორთმეული გვაქვს?! თუ მათ აქვთ განუსაზღვრელი უფლება დაგვასახიჩრონ, გვაწამონ?! – მერე ნიღბები მოიხსნან, ჩასხდნენ ავტომობილებში და მშვიდად იყვნენ ოჯახებში?! იარონ რესტორნებში, ყველა დღე ჩაგვიარონ გვერდით და როდესაც მოესურვებათ გაიკეთონ ნიღბები და ისევ დაგვლეწონ?!

არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ საინტერესოა…

ბედნიერები, გაკრეჭილები გვასახიჩრებენ და ასე გააგრძელებენ ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

შეჩერდებიან მხოლოდ მაშინ, (❗️) როდესაც ერთი-ერთში მათი “მსგავსი” შეხვდებათ, როდესაც ძალა იქნება ერთობაში, როდესაც 6-8 ჯალათს 2000 კაცი არ გავატანთ საწამებლად ჩვენს გვერდით მდგომს!!!✊🏻🇬🇪

იფიქრეთ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევასნ ხაბეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...